გიორგი ვაშაძე - ჩემი ინფორმაციით, ტიკარაძეს  სწრაფი ტესტების შემოტანა სურდა, თუმცა ამ საკითხის გატანა ვერ შეძლო

პარტია “ახალი საქართველოს" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს საქართველოში სწრაფი ტესტების შემოტანა სურდა, თუმცა ამ საკითხის გატანა ვერ შეძლო.

ვაშაძის თქმით, სწრაფი ტესტი ვერ იქნება “ფეიკი” და არის სპეკულაცია, რადგან კომპანიებისთვის ეს ციხეს ნიშნავს.

“პოლიტიკოსებს შორის პირველი ვიყავი, ვინც მთავრობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და შევაჩერე ხელისუფლების კრიტიკა, მაგრამ ახლა გაჩუმება დანაშაულის ტოლფასია. კატეგორიულად არ ვეთანხმები „ფეიქ“ ტესტებზე საუბარს, ბევრი კომპანია ცდილობს კიარა ვინმემ რომ „ფეიქ“ ტესტები გააკეთოს, ეს მარტო ჩვენთან კი არ არის ასეთი რეჟიმები, კომპანიებისთვის ეს ნიშნავს ციხეს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სპეკულაცია, ეს არის სამწუხაროდ იმ შეცდომის შედეგი, რომელიც დაუშვა საქართველომ თავიდანვე ამ პროცესში ბრძოლის კუთხით. ჩემი ინფორმაციით, ტიკარაძეს სურდა სწრაფი ტესტების შემოტანა, თუმცა ამ საკითხის გატანა ვერ შეძლო. მე ვერ დავასახელებ სახელებს და გვარებს, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ტიკარაძეს სურდა არამხოლოდ სწრაფი ტესტების შემოტანა, არამედ პისიარ ტესტებიც. დაგვიანებული არის, მაგრამ გადაუდებელია ამ ტესტების შემოტანა. როგორც ვიცი, ხელისუფლებამ ერთი დღით გადმოწია სწრაფი ტესტების შემოტანა, მხოლოდ და მხოლოდ იმ ნაჩუქარი 1000 ტესტის, რომელიც ჩინეთმა ორი კვირის წინ აჩუქა. სამწუხაროდ, ევროპის ბევრმა ქვეყანამ უზარმაზარი შეცდომა დაუშვა კორონავირუსთან ბრძოლაში, რომელსაც მონაცემები გვაჩვენებს. ჩვენ უფრო არასწორი გზით წავედით, ერთიანი ძალისხმევით ეს არასწორი ნაბიჯები სწორ კალაპოტს უნდა დავუბრუნოთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება