მარინა ენდელაძე -  ამჟამად ჩვენთან მყოფი პაციენტებიდან ორი არის ძალიან მძიმე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, მის ცენტრში მოთავსებულ პაციენტთაგან ორის ჯანმრთელობის მდგომარება ძალიან მძიმეა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, ენდელაძის თქმით, თავდაპირველად მათი მდგომარეობაც მძიმე იყო, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით ისინი სრულიად ჯანმრთელები არიან.

„ამჟამად ჩვენთან არსებული პაციენტებიდან ორი არის ძალიან მძიმე, საყურადღებო. პროგნოზს ვერ გეტყვით, თუმცა არ ვაკლებთ არაფერს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდეს. დრო გვაჩვენებს არიან ისეთებიც, რომელთა შესახებაც ვერაფერს გეყვით, თუმცა მათი დამძიმებაც შესაძლებელია.

გუშინ უკვე გაცხადდა, რომ გვყავს 8 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ამ რვიდან ერთი იყო მძიმე, ორს ჰქონდა ფილტვების ანთება, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა სრულიად ჯანმრთელები არიან“,- განაცხადა ენდელაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის