ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის, მეუფე საბას განცხადებით, კორონავირუსის მასშტაბური ზრდიდან გამომდინარე, სამრევლოებში წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე აღევლინება

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის, მეუფე საბას განცხადებით, კორონავირუსის მასშტაბური ზრდიდან გამომდინარე, სამრევლოებში წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე აღევლინება.

აღნიშნულ საგანგებო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„გაგაცნობთ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაქვემდებარებაში მყოფი სამრევლოების მიმართ მიღებულ საგანგებო გადაწყვეტილებას. კორონავირუსის მაშტაბური ზრდიდან გამომდინარე, სამრევლოებში წირვა-ლოცვა აღევლინოს მრევლის გარეშე. მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება აშშ-ს და კანადის სახელმწიფოების მიერ გაცემულ მოთხოვნებს“, - განაცხადა მეუფე საბამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში