ჰოლდინგური კომპანია "ჯითი გრუპი" და მასში შემავალი კომპანიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ჰოლდინგური კომპანია „ჯითი გრუპი“ მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით დისტანციურ მუშაობაზე გადადის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, „ჯითი გრუპი“ და მასში შემავალი კომპანიები, ჰოლდინგში დასაქმებულ 800 კაციან კოლექტივს სრულად შეუნარჩუნებს ანაზღაურებას.

„ჩვენი ქვეყნისთვის ამ მძიმე დროს, როდესაც ვირუსი COVID 19-ი უკვე გადასულია ახალ, შიდა გავრცელების ეტაპზე, ხოლო საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ვაცნობიერებთ აღნიშული სიტუაციის ყველა შესაძლო ეკონომიკურ და სოციალურ შედეგს და გვსურს გავაკეთოთ განცხადება.

ჰოლდინგური კომპანია „ჯითი გრუპი“ და მასში შემავალი კომპანიები ვაცნობიერებთ ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესაძლო შედეგებს და ვმოქმედებთ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საქართველოს მთავრობის კერძო კომპანიებისთვის გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად და ვაცხადებთ, რომ ჩვენი მომხარებლებისა და თანამშრომლების კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, გადავდივართ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე (გარდა გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭირო პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლებისა).

ამასთანავე, აღვნიშნავთ, რომ რადგან ჰოლდინგური კომპანია „ჯითი გრუპი“ უზრუნველყოფს საგანებო სიტუაციების მართვის სამსახურის, პოლიციის, დასუფთავების სამსახურის, მუნიციპალური ტრანსპორტის და საკვები პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიებისა გამართულად ფუნქციონერებას, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, კვლავ გავაგრძელოთ მუშაობა, რათა საჭიროების შემთხვევაში არ შევაფერხოთ რომელიმე აღნიშნული სერვისის დროული მიწოდება.

იმ თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმშიც კი უწევთ კომპანიის ტერიტორიაზე ყოფნა, უზრუნველვყოფთ უსაფრთხოების გაძლიერებულ დაცვას.

ჩვენ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, სოლიდარულები ვართ ქალაქ თბილისის მერის, კახა კალაძის მოწოდებისადმი და ვაცხადებთ, რომ „ჯითი გრუპი“ და მასში შემავალი კომპანიები ჰოლდინგში დასაქმებულ 800 კაციან კოლექტივს სრულად ვუნარჩუნებთ ანაზღაურებას. მიგვაჩნია, რომ კერძო სექტორის როლი ქვეყნისთვის ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში უმნიშვნელოვანესია და მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით დავძლევთ პრობლემებს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას თქვენი უსაფრთხოებისთვის!

დარჩი სახლში - იყავი უსაფრთხოდ”, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა