ლევან დავითაშვილის განცხადებით, სადეზინფექციო სამუშაობისთვის 20 ტრაქტორი და 40 ერთეული პიკაპი იქნება გამოყენებული

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სადეზინფექციო სამუშაობისთვის 20 ტრაქტორი და 40 ერთეული პიკაპი იქნება გამოყენებული. მისი თქმით, სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ტარდება საზღვრებზე და ხდება ტვირთების დამუშვება, დეზინფექცია ჩატარდება ასევე ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, ხოლო ღამის 12 საათის შემდეგ დეზინფეცია უკვე თბილისში დაიწყება.

მისივე თქმით, თავდაპირველად მოხდება მასიური დეზინფექცია, რომელიც ჩაუტარდება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა მეტროს მიმდებარე ტერიტორია, ავტობუსის გაჩერებები და ა.შ.

„დღეს ჩვენი სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეცტექნიკა გამოყენებულია საზღვრებზე, სადაც ფაქტიურად ყველა ტვირთის შემოსვლისას დამუშავება ხდება. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებებში იღებენ მონაწილეობას, აქვთ გამოცდილება და სპეციალური ეკიპირება. ჩვენ მათ შორის, ბოლნისსა და მარნეულში, კარანტინში შემსვლელ- გამომსვლელ მანქანებს ვამუშავებთ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრთან არის შეთანხმებული და იქაც ჩვენი ტექნიკაა გამოყენებული. ასევე, თქვენ ხედავთ დამატებით მძიმე ტექნიკას, რომელიც საკარანტინო ზონაში გადაადგილდება დღეს და მოვახდენთ მთლიანად ღია სივრცეების დამუშვებას, მარნეულს ვგულისხმობ და ბოლნისის მუნიციპალიტეტს. რაც შეეხება თბილისს, თქვენ ხედავთ პიკაპებს, რომელიც არის ასევე სპეცტექნიკით აღჭურვილი, რომელიც უკვე ქალაქ თბილისის მნიშვნელოვან კრიტიკულ საჯარო ინფრასტრუქტურას დაამუშავებს სადეზინფექციო ხსნარებით, რომ დაავადებების გავრცელების რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ. ეს არის აბსოლუტურად უვნებელი მოსახლეობისთვის და არის ის ხსნარები, რომელიც შეთანხმებულია დაავადების კონტროლის ცენტრთან, მუშაობს ძალიან ეფექტურად და ვირუსის გავრცელებას უშლის ხელს.

პირველი დამუშავება მოხდება მასიურად მთელ ქალაქში, შემდეგ ინდივიდუალურად, ხელის აპარატებით მოხდება ინდივიდუალური დამუშავება და საჭიროების შემთხვევაში გავიმეორებთ ასეთ მასიურ დამუშავებას,“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ლევან დავითაშვილის განცხადებით, სადეზინფექციო სამუშაობისთვის 20 ტრაქტორი და 40 ერთეული პიკაპი იქნება გამოყენებული

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს