ზურაბ ჭიაბერაშვილი - სწრაფი ტესტები არის სასწრაფოდ დასაწყები - ეს მოგვცემს საშუალებას, ვებრძოლოთ ვირუსის გავრცელებას და ასევე, დავიცვათ ყველაზე დიდი რისკჯგუფები

„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ სწრაფი ტესტების გამოყენება ხელს შეუშლის ვირუსის გავრცელებას და დაიცავს რისკ ჯგუფებს დაინფიცირებისგან.

„სწრაფი ტესტები არის ის გამოცდილება, რომელიც უკვე გამოიყენა ისრაელმა და სამხრეთ კორეამ და აჩვენა საკმაოდ დიდი ეფექტურობა კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით. ამიტომ, სწრაფი ტესტები არის სასწრაფოდ დასაწყები ჩვენს ქვეყანაში. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ვებრძოლოთ ვირუსის გავრცელებასაც და ამავდროულად, პირველ რიგში, დავიცვათ ყველაზე დიდი რისკჯგუფები. ესენი არიან ჩვენი ექიმები და ექთნები, ესენი არიან პოლიციელები და სამხედროები, რომლებიც კარანტინს ახორციელებენ და რაც მთავარია ეს არის ახლად აღმოჩენილი კლასტერები, სადაც ჩვენ კარანტინისა და სწრაფი ტესტის კომბინაციით, სწრაფად შეგვიძლია, შევზღუდოთ ვირუსის გავრცელება,“- განაცხადა ჭიაბერაშვილმა

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ ვირუსთან ბრძოლის პროცესში ერთ-ერთი პრიორიტეტი საავადმყოფოებისა და მედპერსონალის დაცვაა.

„მთავარი არის საავადმყოფოების დაცვა. ექიმები უნდა იყვნენ სრულად ეკიპირებულები. ექიმებს უნდა ჰქონდეთ მკაფიო ინსტრუქცია, როგორ მოქმედებენ თუკი მათთან მძიმე სიმპტომების პაციენტი შედის, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს არც რესურსი და არც დრო, რომ კარანტინში მოექცნენ მთელი საავადმყოფოები. ის, რაც იტალიაში მოხდა, ეს იყო, პირველ რიგში, ექიმებისა და ექთნების დაინფიცირება, რამაც გამოიწვია სერიოზული პრობლემები და ამიტომ, აუცილებელია მედპერსონალის დაცვა, სათანადო ინსტრუქტაჟი, მკურნალობის ინსტრუქტაჟის მკაფიოდ მიცემა და რაც აუცილებელია, ახლად აღმოჩენილ კლასტერებში სწრაფი ტესტით ინფიცირებულთა გამოვლენა და მათი იზოლირება კარანტინში, ხოლო ვისაც სწრაფი ტესტით ვირუსი არ დაუდგინდება, მათი თვითიზოლირება სახლებში, სოციალური დისტანცირების ძალიან მკაცრი დაცვით. ეს აგვარიდებს ვირუსის ძალიან ფართოდ გავრცელებას,“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ასევე მიიჩნევს, რომ კორონავირუსზე საეჭვო სერიოზული სიმპტომების მქონე ნებისმიერი პაციენტი საავადმყოფოს კარებში შესვლის მომენტიდან განხილული უნდა იყოს, როგორც კორონავირუსით ინფიცირებული იმის მიუხედავად, საბოლოოდ მას ვირუსი დაუდგინდება თუ არა. მისივე თქმით, ყველა საავადმყოფოში უნდა იყოს ნაცხის სწრაფი ტესტი და ასეთ პაციენტს ეს ტესტი უნდა უკეთდებოდეს საავადმყოფოში შესვლისთანავე. თუ ტესტის პასუხი დადებითია, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს PCR-ტესტი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს