„საქსტატმა“ საგარეო ვაჭრობის ინტერაქტიული პორტალი შექმნა

სტატისტიკურ მონაცემებზე მომხმარებელთა ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი სტატისტიკური პროდუქტი - საგარეო ვაჭრობის ინტერაქტიული პორტალი შექმნა, რომელიც წარმოადგენს თვისობრივად ახალ მიმართულებას, მონაცემთა ვიზუალიზაციისა და გავრცელების თვალსაზრისით.

„საქსტატის“ ინფორმაციით, ახალი პორტალი წარმოადგენს მონაცემთა გავრცელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან, ინტერაქტიულ პლატფორმას, რომელიც სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებს სთავაზობს საგარეო ვაჭრობის მონაცემებს სხვადასხვა ჭრილში.

„პორტალზე განთავსებულია სავაჭრო ნაკადების ამსახველი დეტალური მონაცემები, რომელიც აქამდე მიეკუთვნებოდა ფასიან ინფორმაციას და საქსტატი გასცემდა გარკვეული საფასურის გადახდის სანაცვლოდ. დღეიდან კი საქსტატის საბჭოს დადგენილების საფუძველზე, აღნიშნული მონაცემები ხელმისაწვდომია უფასოდ, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში დღეს არსებულ პირობებში.

საგარეო ვაჭრობის ახალი პორტალის მეშვეობით, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი სურვილისა და საჭიროების შესაბამისად, მოახდინონ ექსპორტისა და იმპორტის მონაცემთა გენერირება სასაქონლო ჯგუფების, ქვეყნებისა და ტრანსპორტირების სახეების მიხედვით. ასევე მოახდინონ სხვადასხვა პერიოდის მონაცემთა ჩამოტვირთვა ექსელის ფორმატში.

პორტალზე ასევე განთავსებულია მსოფლიოს ინტერაქტიული რუკა, რომელზეც წარმოდგენილია მონაცემები საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების მიხედვით, რაც წარმოადგენს საგარეო ვაჭრობის მონაცემთა ანალიზის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას. აქვე განთავსებულია მონაცემთა აღრიცხვისას გამოყენებული კლასიფიკაციები, მაჩვენებელთა გაანგარიშების მეთოდოლოგია და მეტამონაცემები.

ახალი პროდუქტი საქსტატის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია დღეიდან, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, მასზე არსებულ მონაცემთა განახლება განხორციელდება ყოველთვიურად, საგარეო ვაჭრობის მონაცემების გავრცელების პარალელურად.

მსგავსი ტიპის პროდუქტების შექმნა და სერვისების განვითარება დაგეგმილია მომავალშიც. საქსტატი კვლავ აგრძელებს აქტიურ მუშაობას მომხმარებელთა საჭიროებებზე დაფუძნებული, მაღალი ხარისხის მონაცემთა წარმოების მიმართულებით და იმავდროულად, განსაკუთრებულ აქცენტებს აკეთებს მონაცემთა გავრცელების თანამედროვე საშუალებების განვითარებაზე.

საქსტატის მიზანია აწარმოოს და საზოგადოებას შესთავაზოს მაღალი ხარისხის მონაცემები ისეთი ფორმებით, რომელიც აადვილებს მის გამოყენებას და აუმჯობესებს დაგეგმვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესებს ნებისმიერ დონეზე.

სანდო მონაცემები სწორი გადაწყვეტილების ტოლფასია!",-აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საგარეო ვაჭრობის პორტალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://ex-trade.geostat.ge/ka

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო