თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა  წითელი ჯვრის ორგანიზაციის მოხალისეთა გადამზადების  პროგრამა გაიარეს

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები მოხალისეთა პროგრამაში ერთვებიან. საკრებულოს დეპუტატებმა თბილისის მერიასა და წითელი ჯვრის ორგანიზაციას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მოხალისეთა გადამზადების ტრენინგი გაიარეს და უახლოეს დღეებში მოხალისეთა პროგრამაში ჩაერთვებიან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

როგორც საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, თბილისის საკრებულოს Covid 19 -ის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილის შეტანა სურს და უმრავლესობის დეპუტატები მზად არიან მოხალისეთა პროგრამაში ჩაერთონ და მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ მოსახლეობას საკვები თუ პირველადი მოხმარების ნივთები დაურიგონ.

„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საკრებულოს წევრებს გვაქვს სურვილი დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას. ამიტომ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, გავიარეთ გადამზადების კურსი, რათა დახმარების აღმოჩენისას არც მოსახლეობას და არც საკუთარ თავს საფრთხე არ შევუქმნათ. ჩვენ უახლოეს დღეებში, საჭიროებისამებრ გადავანაწილებთ ძალებს და იმ მოსახლეობას, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ზრუნვას და თანადგომას, პირველადი მოხმარების ნივთებსა და საკვებ პროდუქტს ადგილზე მივუტანთ“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მოსახლეობასაც მიმართა და მათ რეკომენდაციების გათვალისწინება და ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან თავის შეკავება სთხოვა.

„იმისათვის, რომ ჩვენ ყველანი ერთად, მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს, საჭიროა, რომ თქვენ მაქსიმალურად დარჩეთ სახლში. თუ არ არის ამის გადაუდებელი საჭიროება, გთხოვთ, არ გამოხვიდეთ ქალაქში. მათ კი, ვისაც ზრუნვა სჭირდება, ჩვენ თავად მივაკითხავთ და შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად დავეხმარებით“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს