11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ირაკლი სესიაშვილი - მთავრობას რამდენიმე სიტუაციაში მოქმედების გეგმა აქვს - მათ შორის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობამ გამაცნო პროტოკოლი, რა მოქმედების გეგმა აქვს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი მოქალაქეებს და მათ შორის მედიას მიმართავს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის ინსპირირების საჭიროება არ არსებობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსთან საბრძოლველად გლობალური, საერთო სტრატეგიაა საჭირო.

„მთავარი არის ერთი რამ, რაც მინდა ყველას გთხოვოთ, განსაკუთრებით მედიასაშუალებებს, რომ პანიკის ინსპირირების საჭიროება არ არსებობს. ეს პანიკა მათ შორის ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე მოქმედებს და შეიძლება, მომავალ დღეებში ცალკე გამოწვევა იყოს. იცით, რომ დღეს მსოფლიო ძალიან აქტიურად მსჯელობს ერთობლივ მოქმედებაზე. ეს იმ ტიპის გამოწვევაა, სადაც გლობალური, საერთო სტრატეგიაა საჭირო და იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში, მხოლოდ დამოუკიდებლად და საკუთარი პრობლემის მოგვარების მიზნით არ იმოქმედებენ და ერთიანი სტრატეგია იქნება შემუშავებული, რადგან აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მხოლოდ ერთმა ქვეყანამ უნდა გადაჭრას ეს პრობლემა. მსოფლიო ჩვეულებრივი ცხოვრების წესს უნდა დაუბრუნდეს, რაც ყველას გვჭირდება. ეკონომიკური, განვითარების თვალსაზრისით და ბოლოს და ბოლოს, ნორმალური ცხოვრებისთვის“,-განაცხადა სესიაშვილმა.

მისი განმარტებით, მთავრობა სიტუაციის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას და მოქმედებს.

„ჩვენ ისეთ ვითარებაში ვართ, როცა მთავრობას რამდენიმე სიტუაციაში მოქმედების გეგმა აქვს და შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით მოქმედებენ, მათ შორის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობამ გამაცნო ის პროტოკოლი, რა მოქმედების გეგმა აქვთ. ამ შემთხვევაში, ჩვენ პროცესის მიხედვით ვიღებთ სწრაფ გადაწყვეტილებებს, რომ სიტუაციის ნორმალიზაცია მოვახდინოთ“,- განაცხადა სესიაშვილმა.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო