ლანა გალდავა - როგორც აფხაზეთი, ასევე ცხინვალის რეგიონი დაუცველია უდიდესი გამოწვევის - კორონავირუსის პანდემიის წინაშე

როგორც აფხაზეთი, ასევე ცხინვალის რეგიონი დაუცველია უდიდესი გამოწვევის - კორონავირუსის პანდემიის წინაშე, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა წევრმა ლანა გალდავამ განაცხადა.

,,როგორც მოგეხსენებათ, 22 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში გაიმართა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები. პოლიტიკურმა გაერთიანებამ - ,,ლელო საქართველოსთვის” არაერთხელ გააჟღერა, რომ როგორც აფხაზეთი, ასევე ცხინვალის რეგიონი დაუცველია უდიდესი გამოწვევის - კორონავირუსის პანდემიის წინაშე. ზემოაღნიშნულმა არჩევნებმა დაგვანახა, რომ დე-ფაქტო ხელისუფლებამ მოსახლეობა კიდევ ერთხელ ჩააყენა რისკ-ჯგუფში, რადგან მთელი წინასაარჩევნო პერიოდი გრძელდებოდა ფართომასშტაბიანი შეხვედრები. მოქალაქეთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება არ იყო დაცული თვით არჩევნების დღესაც, რასაც ასევე ადასტურებენ ადგილობრივი მედიკოსები. ორი კვირის წინ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ცხინვალის რეგიონიდან აცხადებდნენ, რომ რეგიონი მოუმზადებელია კორონავირუსის გამოწვევის წინაშე.

გალის რეგიონში შეტანილი ჰუმანიტარული ტვირთიც კი, მოსახლეობის ინფორმაციით, ძალის გამოყენებით წაიღეს სოხუმში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესძლოს, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, ჰუმანიტარული ტვირთის თითოეულ მოსახლეობამდე მიტანის უზრუნველყოფა და სტაციონარებს შორის სამართლიანი განაწილება.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეიმუშავოს საკომუნიკაციო სტრატეგია ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით:

1) მოხდეს ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება;

2) მიეწოდოთ ოკუპირებულ რეგიონებს როგორც სამედიცინო საშუალებები, ასევე ინვენტარი;

3) მიეწოდოთ საინფორმაციო მასალა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ცნობიერების ასამაღლებლად;

4) საოკუპაციო ხაზებთან გათავისუფლდეს საკარანტინე ზონები და სტაციონარი, სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში ოკუპირებული რეგიონებიდან მოსახლეობის მისაღებად და სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად;

5) ასევე წინასწარ დაიგეგმოს საველე ჰოსპიტლების გამართვის საკითხი საჭიროებისამებრ;

6) საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების ოჯახის იმ წევრებზე, რომლებიც საქართველოს სხვა რეგიონებში არიან.

აქვე მსურს, წინასწარ გამოვთქვა იმედი, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ხელისუფლებას გათვითცნობიერებული აქვს ყველა რისკი, რაც ახლავს შიდა მიგრაციულ პროცესებს და რა საფრთხის მატარებელი შეიძლება აღმოჩნდეს მთელი საქართველოსთვის!’’ - განაცხადა ლანა გალდავამ.

აღნიშნულ კომენტარს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს