მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ყველა პაციენტის კონტაქტები გამოკვლეულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მის კლინიკაში პაციენტებს სწრაფი ტესტით კვლევა არ ჩატარებიათ. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის ინფექციური საავადმყოფო პაციენტების გამოკვლევას PCR ტესტით აგრძელებს.

„ჩვენ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ PCR კვლევას, ანუ ცხვირ-ხახის ტესტირებას, როგორც ადრე. ცხვირ-ხახის ნაცხიდან ხდება ვირუსის გამოყოფა. ამ ეტაპზე ეს ტესტირება სრულიად საკმარისია. სწრაფი ტესტები ალბათ, უპრიანია გამოყენებული იყოს იქ, სადაც მას იყენებენ - მარნეულის კლასტერის გამოსაკვლევად. როგორც ვიცი, ახალი რაოდენობა შეკვეთილია და თუ შემოტანა განხორციელდება, მერე გადაწყვეტილებას მიიღებენ ალბათ, პირველ რიგში სწრაფი მეთოდით კვლევაზე და შემდეგ მოხდება კონფირმაცია, ანუ დამადასტურებელი ტესტით გაგრძელება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ყველა პაციენტის კონტაქტები გამოკვლეულია.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს