„დიდი ოცეულის“ ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მსოფლიო ეკონომიკაში ზიანის დასაძლევად ხუთ ტრილიონ დოლარს ჩადებენ

„დიდი ოცეულის“ წევრი სახელმწიფოები 5 ტრილიონ დოლარს ჩადებენ მსოფლიო ეკონომიკაში ფინანსური ზიანის დასაძლევად, რაც კორონავირუსს უკავშირდება. ამის შესახებ „დიდი ოცეულის“ სახელმწიფოთა მეთაურების სამიტის შემაჯამებელ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.

მასში ხაზგასმულია, რომ ლიდერები ვალდებულებას იღებენ, ყველაფერი გააკეთონ და ყველა შესაძლებლობა გამოიყენონ იმისთვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ ეკონომიკური და სოციალური ზარალი, რომელიც კორონავირუსით არის გამოწვეული.

„დიდი ოცეულის“ ლიდერები მიჩნევენ, რომ ასეთი ზომები ხელს შეუწყობს მსოფლიო ეკონომიკას სწრაფად დადგეს ფეხზე და მყარი საფუძველი ჩაუყაროს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და ეკონომიკური ზრდის აღდგენას.

ლიდერები თავიანთი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებსა და ცენტრალური ბანკების მმართველებს დაავალებენ რეგულარულად განახორციელონ ქმედებების კოორდინაცია კორონავირუსის პანდემიაზე ოპერატიული რეაგირებისთვის, ასევე მჭიდრო ურთიერთობები დაამყარონ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მათთვის ფინანსური დახმარების დროულად მიწოდებაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა