11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა არც ერთი ევრო არ დაუჯდებათ, ჩვენ უფასოდ მოგვყავს და ასეთ შეთავაზებას მთავრობა ბლოკავს

საქართველოს მთავრობამ, 24 საათის ცდის შემდეგ, ეტყობა, ელოდებოდნენ სანამ ბუნკერში მყოფ ივანიშვილს დაეკითხებოდნენ, უარი თქვა ჩემს შეთავაზებაზე და კონკრეტულ გეგმაზე დაუყოვნელივ ჩამოვიყვანოთ 1000 ქართველი, ვინც ახლა ევროპაში არის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეების სასამშობლოში უფასოდ ჩაყვანის შეთავაზებას საქართველოს მთავრობა ბლოკავს.

„საქართველოს მთავრობამ, 24 საათის ცდის შემდეგ, ეტყობა, ელოდებოდნენ სანამ ბუნკერში მყოფ ივანიშვილს დაეკითხებოდნენ, უარი თქვა ჩემს შეთავაზებაზე და კონკრეტულ გეგმაზე, დაუყოვნებლივ ჩამოვიყვანოთ 1000 ქართველი, ვინც ახლა ევროპაში არის, შემდგომი ორი კვირის განმავლობაში დამატებით, თვითმფრინავით - 4000 და 5 000 ადამიანი საბერძნეთიდან და თურქეთიდან ავტობუსით.ეს არ არის ზოგადი გეგმა.

ავიაკომპანია „სკაი აპი“ უკრაინული მთავარი ლოგოს გადამზიდავი, მზად არის და რეისები ჩანიშნული აქვს ვარშავიდან 31-ში, ბერლინიდან 1-ელში, რომიდან 2-ში. რამდენიმე სხვა ქალაქიდან ჩვენი ხალხის მასობრივად გამოყვანის საშუალება არის. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ამას ჩვენი მეგობრების დახმარებით ვაკეთებთ, რომლებიც ამ საქმეში შეგვეხიდნენ, ვისაც საქართველო უყვარს და პატივს მცემენ მე. საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა არცერთი ევრო არ დაუჯდებათ. არა 180 ევრო, არა 200 ევრო - 0 , ჩვენ უფასოდ მოგვყავს ჩვენი ხალხი. აი, ასეთ შეთავაზებას საქართველოს მთავრობა ბლოკავს. საქართველოს მთავრობიდან ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ერთი - თვითმფრინავების დაშვების ნებართვა, ამ ხალხის კარანტინში გაგზავნის თანამშრომლობა ისე, რომ დანარჩენ მოქალაქეებს საფრთხე არ შეექმნათ. მე მინდა, ახლა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც არიან ევროპაში გაჭედილი. ჩემი შეთავაზება ძალაშია. დაუყოვნებლივ მიმართეთ, საქართველოს მთავრობამ თქვენს ქვეყანაში თქვენი უფასოდ დაბრუნების დაბლოკვა მოხსნას. უახლოეს დღეებში ჩვენ მზად ვართ 10 000 თქვენგანი ევროპიდან საქართველოში ჩავიყვანოთ, უფასოდ, ხელახლა ვიმეორებ. უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით. ერთადერთი, საქართველოს მთავრობის მხრიდან აკრძალვა უნდა მოიხსნას. დაუყოვნებლივ მიმართეთ საქართველოს მთვარობას, ბატონ გახარიას და მის პატრონს ივანიშვილს. ჩვენ, პარალელურად მაინც გვაქვს ეს შეთავაზება და ვეზადებით, როცა ისინი ამ ბლოკს მოხსნიან“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია