ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 31 პაციენტი რჩება, რომელთაგან 2 გაეწერება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 31 პაციენტი რჩება, რომელთაგან ორი საავადმყოფოს დატოვებისთვის ემზადება. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 90 ინფიცირებულიდან დანარჩენი 44 სხვა დაწესებებულებებშია განაწილებული.

„90 პაციენტიდან 46 არის ჩვენი პაციენტი, დანარჩენი 44 კოვიდის მიმღებ დანარჩენ 6 დაწესებულებაზეა გადანაწილებული. აქედან 15 წავიდა, ორი ემზადება წასასვლელად“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 90 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 18 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4717 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268 პირია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება