თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს.

"მსოფლიოში შექმნილმა საგანგებო მდგომარეობამ ახალი ვირუსის (Sars-Cov-2) წინააღმდეგ საყოველთაო მობილიზება გახადა საჭირო. COVID -19-ის დასამარცხებლად ბრძოლაში თავისი წვლილი შეაქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზეა. აქ არსებული უახლესი სამედიცინო ტექნიკა, რა თქმა უნდა, განსაზღვრავს შესრულებული სამუშაოს ხარისხს, თუმცა წარმატების მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ აქ მუშაობენ გამოცდილი პროფესიონალები, თსსუ-ის პროფესორები.

გარდა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკისა, თსსუ-ის პროფესორები ასევე მუშაობენ „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“, ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში და სხვ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისათვის სოციალური პასუხისმგებლობა პრიორიტეტული იყო ყოველთვის, მითუმეტეს დღეს, როცა საქართველო ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. სწორედ ამიტომ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა COVID -19-ის საქართველოში გავრცელების პრევენციის ფონდში საკუთარი შემოსავლებიდან ერთი მილიონი ლარი გადარიცხა.

COVID-19-თან ბრძოლაში მობილიზებულები არიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები. ისინი აქტიურ მონაწილეობას იღებენ კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებში: მუშაობენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში, კლინიკა ჯერარსში, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში - 112, მორიგეობენ საკარანტინო ზონებში, უფასო სადილის გამცემ მუნიციპალურ სასადილოებში და სხვ. ახალგაზრდები მზად არიან, ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი, საკუთარი შრომით დაიცვან საზოგადოება სახიფათო ვირუსისგან.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინიციატივით, მომავალი კვირიდან ამოქმედდება უფასო დისტანციური კონსულტაციის სერვისი, რისი საშუალებითაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები უერთდებიან კამპანიას #დარჩისახლში და მოქალაქეებს დაეხმარებიან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის (გარდა COVID-19-თან დაკავშირებული კითხვებისა, ასეთ დროს უნდა დარეკოთ 1505-ზე ან 116001-ზე) მოგვარებაში.

დარჩი სახლში!

თქვენზე ჩვენ ვიზრუნებთ!", - ნათქვამია ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს