გიორგი გახარია სწრაფ ტესტებზე - ის რაც ხდება მედიაში, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მანიპულირება, მეტი არაფერი

ის რაც ხდება მედიაში, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მანიპულირება, მეტი არაფერი, - ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტის კითხვას, სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, სწრაფი ტესტები არის ეპიდემიის შეჩერების ერთ-ერთი კომპონენტი, რომელზეც საუბრობენ პროფესიონალებთან.

მისივე თქმით, როცა საუბარია სხვადასხვა კვლევებში სხვადასხვა რიცხვზე, თუ რამდენს შეიძლება მიაღწიოს ინფიცირებულთა რაოდენობამ, მნიშვნელოვანია, მოქალაქეები იმ ღონისძიებებს დაემორჩილონ, რაც სახელმწიფომ მიიღო.

„თუნდაც კურაციოს ამ პრეზენტაციაში თუ ანალიზში 6000-ზე ბევრად დიდი ციფრია, იქ საუბარია დაახლოებით 12 000 ინფიცირებულზე. არის ანალიტიკური ნაშრომები, სადაც ციფრი ბევრად უფრო დიდია და მე არ მინდა ახლა ამ დეტალებში შესვლა. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ექსპერტის აზრს დღეს, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ მათ პოზიციას, მაგრამ ერთხელ აღვნიშნე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენი ტაქტიკა არის ძალიან მარტივი. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვეყრდნობით პროფესიონალების აზრს და არა პოლიტიკური მიზანშეწონილობის კომპონენტს. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ეპიდემიასთან ბრძოლაზე, ვირუსის გავრცელებაზე, მის სისწრაფეზე, მის ფატალობის პროცენტზე და კიდევ ბევრ რამეზე, ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალებთან და შესაბამისად, თქვენი შეკითხვა სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით ჩემთვის რა თქმა უნდა, ეს არის კომპონენტი მათთან საუბრის დროსაც, მაგრამ ის რაც ხდება მედიაში, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მანიპულირება, მეტი არაფერი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ