თიბისიმ COVID-19-ის სწრაფი ტესტები შეიძინა

თიბისიმ მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე COVID-19 -ის 10 000 სწრაფი ტესტის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თიბისიდან აცნობეს, ტესტებს საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოიტანენ და თიბისი მათ ჩამოტანისთანავე გადასცემს ჯანდაცვის სამინისტროს.

„სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში. ჩვენ გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა და მზად ვართ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ მთავრობასთან ერთად იმ საჭიროებების გამოსავლენად, რაც ახლა ჩვენს წინაშე დგას და ამ ნაბიჯით თიბისი არსებულ გამოწვევებს პასუხობს,“ - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

შეკვეთა 10 000 სწრაფი ტესტის შეძენაზე უკვე გაგზავნილია აშშ-სა და შვეიცარიაში.

„აღნიშნული პროგრამა „თიბისი შენთვის“ ფარგლებში განახორციელდა, რომელიც თიბისიმ COVID-19 -ის გამოწვევების დასაძლევად წამოიწყო. პროგრამა „თიბისი შენთვის“ ფარგლებში 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება სხვადასხვა სოციალურ პროექტზე, დისტანციური განათლების ხელშეწყობასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?