თამარ გაბუნია - შედარებით რთული სიტუაციაა იმ დაწესებულებებში, რომელიც COVID19-ის მართვის პროცესში ჩართული არაა და თავად უწევთ დამცავი საშუალებების შეძენა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების რისკი ყოველთვის არსებობს და ამ ფაქტს საქართველო თავს ვერ აარიდებს.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცენტრალიზებულად ხდება პერსონალური დაცვის საშუალებების უზრუნველყოფა იმ კლინიკებისთვის, ვინც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში არიან ჩართული.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რამდენად არიან დაცული სამედიცინო პერსონალის თანამშრომლები, გაბუნიამ უპასუხა, რომ პერსონალური დაცვის საშუალებების გარდა, მათ სპეციალური ტრენინგი უტარდებათ, რათა სწორად მოხდეს მათი გამოყენება.

„სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების რისკი ყოველთვის არსებობს. ჩვენი ქვეყანა ამას თავს ვერ აარიდებს. იმისთვის, რომ დაინფიცირების შემთხვევები მინიმალური იყოს, ცენტრალიზებულად ხდება პერსონალური დაცვის საშუალებების უზრუნველყოფა იმ კლინიკებისთვის, ვინც COVID 19-ის მკურნალობაშია ჩართული. სამინისტრო მიმდინარე რეჟიმში ძალიან აქტიურად მუშაობს მარაგების შევსებაზე. შედარებით რთული სიტუაცია არის იმ დაწესებულებებში, რომელიც ამ ეტაპზე COVID19-ის მართვის პროცესში ჩართული არ არის და მათ თავად უწევთ დამცავი საშუალებების შეძენა, თუმცა, მათთან მიმართებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოკლე ხანში იქნება გადაწყვეტილება მიღებული და მარაგები, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ყველა დონეზე, დაწყებული პირველადი ჯანდაცვის ექიმიდან, დასრულებული რეანიმაციული განყოფილების პერსონალით, რომელიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშაა, ამ საშუალებებით შესაბამისად მომარაგებული იყოს“,-აცხადებს გაბუნია.

მისი თქმით, დონორ ორგანიზაციებთან შემუშავებულია კონკრეტული გეგმა, თუ რა ვადებში მოხდება პირადი დაცვის საშუალებების დამატებითი მარაგების მოწოდება.

„ვფიქრობთ, რომ ის პრობლემები, რომელსაც ჩვენ დღეს პირველად ჯანდაცვაში ვხდებით, სრულად მოგვარებადია. ასევე მიმდინარეობს ძალიან აქტიური ტრენინგი იმ პერსონალის, ვინც მუშაობს ან სამომავლოდ იმუშავებს იმ კლინიკებში, ვინც უნდა გაუწიოს მომსახურება კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს. პერსონალური დაცვის საშუალებების გარდა, მნიშვნელოვანია მათი რაციონალური გამოყენება. რადგან, სამწუხაროდ, მსოფლიო გამოცდილება მიუთითებს, რომ იმ სამედიცინო პერსონალსაც კი, რომელსაც აქვს მარტივი ხელმისაწვდომობა პერსონალური დაცვის საშუალებებზე, თუ მისი სწორი გამოყენება არ მოხდა, რისკი კვლავ იზრდება. ჩვენი აქცენტი გახლავთ სწორედ სამედიცინო პერსონალის ტრენინგი და მომზადება ყველა დონეზე იმისთვის, რომ პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება სწორად მოხდეს“,-აცხადებს გაბუნია.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

თამარ გაბუნია - შედარებით რთული სიტუაციაა იმ დაწესებულებებში, რომელიც COVID19-ის მართვის პროცესში ჩართული არაა და თავად უწევთ დამცავი საშუალებების შეძენა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების რისკი ყოველთვის არსებობს და ამ ფაქტს საქართველო თავს ვერ აარიდებს.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცენტრალიზებულად ხდება პერსონალური დაცვის საშუალებების უზრუნველყოფა იმ კლინიკებისთვის, ვინც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში არიან ჩართული.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რამდენად არიან დაცული სამედიცინო პერსონალის თანამშრომლები, გაბუნიამ უპასუხა, რომ პერსონალური დაცვის საშუალებების გარდა, მათ სპეციალური ტრენინგი უტარდებათ, რათა სწორად მოხდეს მათი გამოყენება.

„სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების რისკი ყოველთვის არსებობს. ჩვენი ქვეყანა ამას თავს ვერ აარიდებს. იმისთვის, რომ დაინფიცირების შემთხვევები მინიმალური იყოს, ცენტრალიზებულად ხდება პერსონალური დაცვის საშუალებების უზრუნველყოფა იმ კლინიკებისთვის, ვინც COVID 19-ის მკურნალობაშია ჩართული. სამინისტრო მიმდინარე რეჟიმში ძალიან აქტიურად მუშაობს მარაგების შევსებაზე. შედარებით რთული სიტუაცია არის იმ დაწესებულებებში, რომელიც ამ ეტაპზე COVID19-ის მართვის პროცესში ჩართული არ არის და მათ თავად უწევთ დამცავი საშუალებების შეძენა, თუმცა, მათთან მიმართებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოკლე ხანში იქნება გადაწყვეტილება მიღებული და მარაგები, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ყველა დონეზე, დაწყებული პირველადი ჯანდაცვის ექიმიდან, დასრულებული რეანიმაციული განყოფილების პერსონალით, რომელიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშაა, ამ საშუალებებით შესაბამისად მომარაგებული იყოს“,-აცხადებს გაბუნია.

მისი თქმით, დონორ ორგანიზაციებთან შემუშავებულია კონკრეტული გეგმა, თუ რა ვადებში მოხდება პირადი დაცვის საშუალებების დამატებითი მარაგების მოწოდება.

„ვფიქრობთ, რომ ის პრობლემები, რომელსაც ჩვენ დღეს პირველად ჯანდაცვაში ვხდებით, სრულად მოგვარებადია. ასევე მიმდინარეობს ძალიან აქტიური ტრენინგი იმ პერსონალის, ვინც მუშაობს ან სამომავლოდ იმუშავებს იმ კლინიკებში, ვინც უნდა გაუწიოს მომსახურება კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს. პერსონალური დაცვის საშუალებების გარდა, მნიშვნელოვანია მათი რაციონალური გამოყენება. რადგან, სამწუხაროდ, მსოფლიო გამოცდილება მიუთითებს, რომ იმ სამედიცინო პერსონალსაც კი, რომელსაც აქვს მარტივი ხელმისაწვდომობა პერსონალური დაცვის საშუალებებზე, თუ მისი სწორი გამოყენება არ მოხდა, რისკი კვლავ იზრდება. ჩვენი აქცენტი გახლავთ სწორედ სამედიცინო პერსონალის ტრენინგი და მომზადება ყველა დონეზე იმისთვის, რომ პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება სწორად მოხდეს“,-აცხადებს გაბუნია.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი