სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - აფხაზეთიდან გადმოსული ქალის შვიდი კონტაქტი წუხელ გადმოვიყვანეთ ოკუპირებული ტერიტორიიდან

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან წუხელ 7 პირი გადმოიყვანეს, რომლებიც აფხაზეთიდან გადმოყვანილი ქალის კონტაქტები არიან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ისინი ანაკლიის საკარანტინო ზონაში მოთავსდნენ და მათი დაკვირვება და სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო -ზემო სვანეთის რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს, ანაკლიის საკარანტინო ზონაში ამ ეტაპზე 81 მოქალაქე იმყოფება. ხოლო თვითიზოლაციაში მთელი რეგიონის მასშტაბით, 224 პირია. მათივე ცნობით, 496 ადამიანს თვითიზოლაცია უკვე მოეხსნა.

ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 7 ადამიანი იმყოფება.

„აქედან ორს იცით, რომ დადასტურებული აქვს კორონავირუსი. დამატებით ერთის ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია კვლევებისთვის, ისიც აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეა - შუახნის მამაკაცი. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემაც აქვს, ეს კაცი არ არის აფხაზეთიდან გადმოსული ქალბატონის კონტაქტი, ის გადმოიყვანეს გუშინ. ასევე, ინფექციურში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 4 ადამიანი, ესენი არიან დედა-მამა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი, მათ დღესაც ჩაუტარდებათ კვლევები,“- განაცხადა მოწერელიამ.

სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, სოფელ ზედაეწერში აქტიურად მიმდინარეობს თერმოსკრინინგი.

„ეს არის სოფელი, სადაც ცხოვრობს ჩვენი პირველი პაციენტი, 67 წლის მამაკაცი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ სოფლიდან დაგვეწყო მასიური სკრინინგი, ამ დროისთვის უკვე შევამოწმეთ 805 მოქალაქე და ეს პროცესი გაგრძელდება, საბედნიეროდ არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა,“ - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

სახელმწიფო რწმუნებული განმარტებით, საკომენდანტო საათის პერიოდში რეგიონში 2 პირი დაჯარიმდა. ის მოქალაქეებს მოუწოდებს დარჩნენ სახლში და დაიცვან ის რეკომენდაციები, რასაც სპეციალისტები გასცემენ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას