ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ეტაპობრივად გაიზრდება იმ კლინიკების რაოდენობა, ვინც ადგილზე შეძლებს სწრაფი ტესტებით ცხელებით შემოსული პაციენტების გამოკვლევას

ვფიქრობთ, რომ მომდევნო 1-2 კვირის განმავლობაში ეტაპობრივად გაიზრდება იმ კლინიკების რაოდენობა, ვინც ადგილზე შეძლებს სწრაფი ტესტებით ცხელებით შემოსული პაციენტების გამოკვლევას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არქონის შემთხვევაში ყველა პირს ტესტირება ვერ ჩაუტარდება.

„დაავადებათა კონტროლის მიერ ე.წ. ცხელების კლინიკებიდან დამატებით ორი ადამიანის ტრენინგი იგეგმება. ეს ადამიანები მომზადებული იქნებიან ნაცხის აღების ტექნიკაში, რათა მათ უსაფრთხოდ მოახერხონ ნაცხის აღება და გამოიყენონ ანტიგენზე დამყარებული ტესტები მას შემდეგ, რაც ეს ტესტები ყველა კლინიკისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომდევნო 1-2 კვირის განმავლობაში ეტაპობრივად გაიზრდება იმ კლინიკების რაოდენობა, ვინც ადგილზე შეძლებს სწრაფი ტესტებით ცხელებით შემოსული პაციენტების გამოკვლევას. კლინიკური სიმპტომები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ტესტების გამოყენებასთან მიმართებაში გვქონდეს რაციონალური მიდგომა. სიმპტომების არქონის შემთხვევაში ყველას ტესტირებას რაციონალური გამოსავლები ვერ ექნება და ასეთი მიდგომა ახალი ალგორითმით გათვალისწინებული არ არის,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს