ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი, რომელიც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იყო, გამოჯანმრთელდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი, მძიმე მდგომარეობაში მყოფი 47 წლის ქალი გამოჯანმრთელდა და ის სახლში გაეწერება.

როგორც ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, აღნიშნული პაციენტის გადარჩენა და გამოჯანმრთელება ქართული მედიცინის კიდევ ერთი გამარჯვებაა.

„ამ ეტაპზე კლნიკაში 83 პაციენტი წევს, აქედან 19 კორონავირუსით ინფიცირებულია, დანარჩენი სატესტო რეჟიმში იმყოფება. მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტი, რომელიც ჩვენს კლინიკაში იწვა, ეს იყო ქალბატონი დამძიმებული ანამნეზით. ყველას მინდა განვუმარტო, რომ დამძიმებული ანამნეზი ნიშნავს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პირველ ადგილზე აყენებს კოვიდინფიცირებას ლეტარულ მაღალ გამოსავალთან, თუ ანამნეზში არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა ფიქსირდება. სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებოდა ეს ქალბატონი, მას შემოსვლისთანავე დადასტურდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული სინდრომი. ვინაიდან ვირუსის სტრატეგია ამ ეტაპამდე მედიკოსებისათვის უცნობია, აღნიშნულ პაციენტს ყველანაირი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა, როგორც ჯანმო-ს მიერ მოწოდებული, ასევე ჩვენ მიერ დანიშნული. პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისთანავე მძიმედ, კრიტიკულად შეფასდა, იმყოფებოდა არაინვაზიურ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ვინაიდან ძალიან უჭირდა სუნთქვა, იყო ძილიანი. მინდა გითრათ, რომ ეს ქალბატონი ბინაზე ეწერება. ქართული მედიცინის კიდევ ერთ გამარჯვებად მინდა ჩავთვალო ასეთი გამოჯანმრთელებული პაციენტი, ის კოვიდრუსის გარეშე, მე-14 დღეს მიდის ჩვენი კლინიკიდან. ეს ამ კლინიკის ყველა მედპერსონალის დამსახურებაა და მინდა მადლობა გადავუხადო ამ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გუნდში არიან და ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ.

არსებობს რაღაც შკალები, ასეთი შკალების შეფასებით ასეთი შემთხვევა 97% -ში ლეტალობით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ეს ქალბატონი გადარჩა. ეს პაციენტი 2 კვირა თვითიზოლაციაში გადავა და ამის შემდეგ გაარძელებს ისე ცხოვრებას, როგორც მანამდე ცხოვრობდა“, - განაცხადა რატიანმა.

ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
პარტია “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - აუცილებელია განათლების სისტემის რეფორმა და “კომაროვის” მოდელი
დავით თარხან-მოურავი - ვინც კოდორი და ახალგორი ჩააბარა, ის გვაცხადებს რუსეთის აგენტად - ამაზე დაფიქრდით (R)
დავით თარხან-მოურავი - მოსახლეობის უმეტესობა ირჩევს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს (R)
„ბადაგონმა“ თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის PCR ტესტირება დაიწყო
გიორგი ლომია - "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" იმდენად შეერწყნენ ერთმანეთს, რომ დღეს უკვე ერთნი არიან" (R)
პაატა ჯიბლაძე - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს (R)
ნანა დევდარიანი - "პატრიოტთა ალიანსი" უსწრებს "ქართულ ოცნებას" (R)