„საქართველოს ფოსტა“ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებს გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს ბინაზე მიაწვდის

დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები მათთვის განკუთვნილ გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს საკუთარ საცხოვრებელ მისამართებზე დღეიდან მიიღებენ.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფოსტის კურიერებმა სამედიცინო დანიშნულების პროდუქტი უფასოდ მთელი საქართველოს მასშტაბით დაარიგეს.

„გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებთან ერთად საქართველოში დამზადებული პირბადეებიც დარიგდა, რომელთა დამზადებაც მთავრობის გადაწყვეტილებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, რეკორდულად მოკლე დროში აეწყო და დღეს მათ არაერთი საჯარო მოხელე იყენებს, რომლებსაც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, რეგულარული და ყოველდღიური შეხება აქვთ სხვადასხვა რისკ-ჯგუფებთან.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციიდან გამომდინარე, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ფოსტის კურიერები, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან კოორდინაციით, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს ბინაზე ემსახურებიან და მათთვის მედიკამენტები ან მთავრობის პროგრამებით მათთვის განკუთვნილი სხვა პროდუქცია მიაქვთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა