ნათია თურნავა - ჩვენ დავაზღვიეთ ფასების ზრდა საკვებ პროდუქტებზე, შემდეგი ნაბიჯია იგივე მიდგომა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე

მთავრობა კურსთაშორის სხვაობის რისკებს ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაშიც დააზღვევს, ისევე როგორც ეს გააკეთა გარკვეული ტიპის სასურსათო პროდუქტთან მიმარტებით. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, არსებობს გარკვეული რეზერვები და მთავრობა მას გამოიყენებს.

„ზოგადად, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ამ გლობალური გამოწვევის ეფექტის შერბილებას ჩვენს მოსახლეობაზე და ჩვენს ეკონომიკაზე. ეს არის პრაქტიკულად ძალიან რთული ამოცანა, რადგან გლობალური ეკონომიკური კრიზისის და კიდევ უფრო მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაშე ვიმყოფებით, ეს ასეა ცალსახად. ჩვენი ყველა მცდელობა და გადაწყვეტილება ამ მიმართულებით არის მიმართული იქითკენ, რომ მაქსიმალურად შევარბილოთ ზემოქმედება. პირველი ჩვენ დავიწყეთ იმით, რომ კურსის დევალვაციის ნეგატიური ზემოქმედება შეგვერბილებინა სწორედ მოსახლეობაზე იმ ნაწილში, რაც ეხება აუცილებელ სასურსათო კალათას. ამის წყალობით, იმის მიუხედავად, რომ კურსი მაინც გაუფასურდა, მოვახერხეთ და დავაზღვიეთ ფასების ზრდა კონკრეტულ სასაქონლო საკვებ პროდუქტებზე. შემდეგი ნაბიჯია უკვე იგივე მიდგომა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ როგორც არაერთხელ ითქვა ჩვენი მხრიდან, მაქსიმალურად გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ინფრასტრუქტურულ აღმშენებლობას და პროექტებს , ეს არ უნდა შეფერხდეს. ვიცით, რომ აქაც შეიქმნა ეს პრობლემები, იმიტომ რომ კურსთაშორის სხვაობა ზემოქმედებს მასალების ფასზე, სხვადასხვა იმპორტულ კომპონენტზე.ყველა ჩვენი ღონისძიება ამ ეტაპზე ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს არის ჩვენი რესურსი -კრიზისული საგანგებო ვითარება და საგანგებო ანტიკრიზისული ბიუჯეტის ნაწილი. თუ კონკრეტულად მექანიზმები აინტერესებს მედიას, დღევანდელი კანონმდებლობა და კონტაქტებიც მეტწილად იძლევა შესაძლებლობას, არის აქ გარკვეული რეზერვები და ჩვენ ამ რეზერვებს ავამოქმედებთ,“- განაცხადა ნათია თურნავამ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ნათია თურნავა - ჩვენ დავაზღვიეთ ფასების ზრდა საკვებ პროდუქტებზე, შემდეგი ნაბიჯია იგივე მიდგომა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე

მთავრობა კურსთაშორის სხვაობის რისკებს ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაშიც დააზღვევს, ისევე როგორც ეს გააკეთა გარკვეული ტიპის სასურსათო პროდუქტთან მიმარტებით. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, არსებობს გარკვეული რეზერვები და მთავრობა მას გამოიყენებს.

„ზოგადად, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ამ გლობალური გამოწვევის ეფექტის შერბილებას ჩვენს მოსახლეობაზე და ჩვენს ეკონომიკაზე. ეს არის პრაქტიკულად ძალიან რთული ამოცანა, რადგან გლობალური ეკონომიკური კრიზისის და კიდევ უფრო მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაშე ვიმყოფებით, ეს ასეა ცალსახად. ჩვენი ყველა მცდელობა და გადაწყვეტილება ამ მიმართულებით არის მიმართული იქითკენ, რომ მაქსიმალურად შევარბილოთ ზემოქმედება. პირველი ჩვენ დავიწყეთ იმით, რომ კურსის დევალვაციის ნეგატიური ზემოქმედება შეგვერბილებინა სწორედ მოსახლეობაზე იმ ნაწილში, რაც ეხება აუცილებელ სასურსათო კალათას. ამის წყალობით, იმის მიუხედავად, რომ კურსი მაინც გაუფასურდა, მოვახერხეთ და დავაზღვიეთ ფასების ზრდა კონკრეტულ სასაქონლო საკვებ პროდუქტებზე. შემდეგი ნაბიჯია უკვე იგივე მიდგომა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ როგორც არაერთხელ ითქვა ჩვენი მხრიდან, მაქსიმალურად გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ინფრასტრუქტურულ აღმშენებლობას და პროექტებს , ეს არ უნდა შეფერხდეს. ვიცით, რომ აქაც შეიქმნა ეს პრობლემები, იმიტომ რომ კურსთაშორის სხვაობა ზემოქმედებს მასალების ფასზე, სხვადასხვა იმპორტულ კომპონენტზე.ყველა ჩვენი ღონისძიება ამ ეტაპზე ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს არის ჩვენი რესურსი -კრიზისული საგანგებო ვითარება და საგანგებო ანტიკრიზისული ბიუჯეტის ნაწილი. თუ კონკრეტულად მექანიზმები აინტერესებს მედიას, დღევანდელი კანონმდებლობა და კონტაქტებიც მეტწილად იძლევა შესაძლებლობას, არის აქ გარკვეული რეზერვები და ჩვენ ამ რეზერვებს ავამოქმედებთ,“- განაცხადა ნათია თურნავამ.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო