ქეთევან ციხელაშვილი - დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, ის 37 წლის გახდებოდა, გვახსოვს და მუდამ გვემახსოვრება

სახელმწიფო მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, დღემდე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები, დამნაშავეები არიან დაუსჯელნი, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სამართლებრივ სივრცეში მისჯილი აქვთ შესაბამისი სასჯელი.

„დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, ის 37 წლის გახდებოდა, გვახსოვს და მუდამ გვემახსოვრება მისი თავგანწირვის და მისი გმირობის ამბავი. მისი სიცოცხლე, ყველაზე ძვირფასი რაც ადამიანს გააჩნია, მან დათმო ფაქტობრივად სამშობლოსთვის ბრძოლაში და ღირსებისთვის ბრძოლაში.

ოკუპირებულ ცხინვალში შეგახსენებთ, რომ ეს ახალგაზრდა კაცი სასტიკი წამებით რეჟიმმა ფაქტობრივად მოკლა და დღემდე მისი მკვლელები, დამნაშავეები არიან დაუსჯელნი, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სამართლებრივ სივრცეში მისჯილი აქვთ შესაბამისი სასჯელი. ეს არის კიდევ ერთი ძალიან სასტიკი და ტრაგიკული მაგალითიც და შეხსენებაც იმისა, თუ რასთან გვაქვს საქმე.

ალბათ, დღეს აი ამ რთულ პერიოდში ყველამ კიდევ ერთხელ უნდა გავაცნობიეროთ, რომ არ არსებობს ადამიანის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე უფრო მაღალი ღირებულება. დაუშვებელია ის, რომ ადამიანები იყვნენ ტყვეობაში რეჟიმის მაშინ, როდესაც სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე.

დღეს მაინც, მინდა გამოვთქვა იმედი, რომ გარკვეული გონივრული ნაბიჯები გადაიდგმება და აღარ დავუშვებთ მსხვერპლს ახალგაზრდების, მოხუცების თუ ბავშვების, რომელთაც სჭირდებათ დახმარება, სჭირდებათ გამკლავება თუნდაც პანდემიასთან, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის და ჩვენ გვექნება ამის შესაძლებლობა ხელოვნური ბარიკადები, დაუნდობელი შეზღუდვები თუ რეჟიმი არ გახდება ამის დაბრკოლება“ , -განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა, რომლის კომენტარსაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს