სიმპტომების გამო, კორონავირუსზე ტესტი რუსთავის საკრებულოს წევრის მეუღლესა და შვილებსაც უტარდებათ

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ვირუსის საეჭვო ნიშნები აქვთ რუსთავის საკრებულოს წევრის მეუღლესა და შვილებსაც.

როგორც რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათი ტესტის პასუხები დღეს გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, საერთო ჯამში, რუსთავში გამოვლენილია ინფიცირების 4 შემთხვევა.

„ჩვენი საჯარო მოხელის მეუღლე და ორი ბავშვია გადაყვანილი, მათ დღეს ჩაუტარებათ ანალიზები და ალბათ, დღესვე იქნება შესაბამისი პასუხი მიღებული. როგორც ვიცი, მეუღლეს აქვს სიცხე, შვილებს არ აქვთ სიცხე, მაგრამ მაინც არიან გადაყვანილი და იზოლირებულები. ამ კონტაქტებიდან და ფაქტებიდან გამომდინარე გუშინ პრაქტიკულად, წრის 90%, სადაც შესაძლო რისკებია და კომუნიკაციების შესაძლებლობები იყო, შესწავლილია. თვითიზოლაციის მკაცრ რეჟიმზე არიან ეს ადამიანები, მათ შორის იყო კომპანია „მაგთის“ სერვისის მოთხოვნა, მათგანაც ორი ადამიანი თვითზოლაციაშია, ერთი საკარანტინო სივრცეში. საკარანტინო სივრცეში უკვე გაწერა დაიწყო მოსახლეობის და დაახლოებით 50 -დან 60 ადგილამდე გვაქვს შესაძლებლობა. პოლიციას აქვს მითითებები და მკაცრად აკონტროლებენ თვითიზოლაციის რეჟიმს. მერიაში და საკრებულოში დეზინფექცია ჩატარებულია. კიდევ რამდენჯერაც დასჭირდება ამ ნაბიჯებს გადავდგამთ, ამ წუთას რისკი, რომ მერიის ფუნქციონირებას ხელი შეეშალოს ან მერიაში დასაქმებულ ადამიანებს ჰქონდეთ რისკი დაავადების გავრცელების, არის ზოგადი რისკი“,- განაცხადა რეხვიაშვილმა.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაინფიცირებულს, რეხვიაშვილის თქმით, ქალს, რომელსაც კორონავირუსი რუსთავში პირველს დაუდასტურდა, კონტაქტები თითქმის არ ჰქონია. შეგახსენებთ, რომ რუსთავის საკრებულოს წევრს კორონავირუსზე ტესტი მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც ინფექცია დაუდგინდა დედას, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია. გუშინვე შემოწმდა საკრებულოს წევრის მამაც, რომელსაც კორონავირუსი ასევე დაუდასტურდა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ