მაია ცქიტიშვილი - ვირუსი ვერ ცნობს საქმიანობის სახეობებს, საჯარო მოხელეს თუ ჩვეულებრივ მოქალაქეს, ამიტომ რეკომენდაციები ყველამ უნდა დავიცვათ

ვირუსი ვერ ცნობს საქმიანობის სახეობებს, ვირუსი ვერ ცნობს სტარეტეგიული დარგის ობიექტს, საჯარო მოხელეს თუ ჩვეულებრივ მოქალაქეს, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კითხვაზე, ეხება თუ არა საგანგებო ვითარებისა და „კომენდანტის საათის“ შედეგად შემოღებული შეზღუდვები სასულიერო პირებს, რომლებიც მსახურებას აღასრულებენ, მაია ცქიტიშვილმა უპასუხა, რომ შეზღუდვა ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს და შეზღუდვები ვრცელდება და გავრცელდა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

"შესაბამისად, ეს შეზღუდვები და ეს რეგულაციები, რომელიც არის დადგენილი, მოქმედებს ყველაზე. სწორედ ამისთვის ხდება განსაზღვრა შემდეგში იმ ეკონომიკური სუბიექტების, საჯარო დაწესებულებებისა ან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის, სადაც საგამონაკლისო რეჟიმში არის დაშვებული როგორც სამ ადამიანზე მეტის ყოფნა, ასევე, სამ ადამიანზე მეტის გადაადგილება თუნდაც „კომენდანტის საათის“ განმავლობაში იქედან გამომდინარე, რა სპეციფიკა აქვს ამა თუ იმ საქმიანობას. ამ ეტაპზე, როგორც უკვე აღვნიშნე, „კომენდანტის საათიც, საგანგებო მდგომარეობაც და კარანტინიც მოქმედებს ყველაზე. ვირუსი ვერ ცნობს საქმიანობის სახეობებს, ვირუსი ვერ ცნობს სტარეტეგიული დარგის ობიექტს, საჯარო მოხელეს თუ ჩვეულებრივ მოქალაქეს და სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ ყველას გვჭირდება მაქსიმალურად დავიცვათ უსაფრთხო დისტანცია ერთმანეთისგან, მაქსიმალურად შევაკავოთ ვირუსის გავრცელება საქართველოში, ყველა მოქალაქემ უნდა დაიცვას ეს პირობები," - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო