ნათია თურნავა - როგორც კი ამის ობიექტური შესაძლებლობა მოგვეცემა, პროექტ Open Net-საც განვაახლებთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს პერიოდში, როგორც კი ამისი ობიექტური შესაძლებლობა იქნება, პროექტ Open Net-ის განხორციელება გაგრძელდება. ნათია თურნავამ ამგვარად უპასუხა დასმულ კითხვას, თუ რა ბედი ეწია საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს, რომლის განხორციელებაც 2014-2016 წლებში უნდა დაწყებულიყო. აღნიშულმა კითხვამ ონლაინ სწავლების კონტექსტში გაიჟღერა, რომელშიც ჩართვაც სტუდენტთა ნაწილს ინტერნეტის არ ქონის გამო ეზღუდება.

„შეგახსენებთ, რომ ვიდრე კორონავირუსი დაგვატყდებოდა თავს, ჩვენ გვქონდა სრული მზადყოფნა იმისა, რომ დაგვეწყო Open Net-ის პროექტი. უფრო მეტიც, მსოფლიო ბანკთან დასრულებული იყო მოლაპარაკება დაფინანსებაზეც, ასევე ბიუჯეტიდან იყო შესაბამისი თანხები გამოყოფილი და ჩვენ პირველი საპილოტე ფაზა გვქონდა გამოყოფილი. ვიწყებდით ეტაპობრივად ამ პროექტის განხორციელებას. რა თქმა უნდა, ახლა გარკვეული წყვეტა მოხდა ამ ერთ თვეში ბევრ სხვადასხვა ბიზნეს აქტივობებში, იმიტომ, რომ თუნდაც იმისთვის, რომ კერძო სამშენებლო კომპანიები მოიზიდო და ჩართო ამა თუ იმ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაში, მათ გადაწყობა სჭირდებათ იმისთვის, რომ ელემენტარულად პირბადეები შეიძინონ, უსაფრთხოების წესები დაიცვან და შეძლონ ფუნქციონირება ბაზარზე, მაგრამ თქვენ იცით, რომ ჩვენ გავაკეთეთ განცხადება და პრემიერ-მინისტრმაც არაერთხელ ბრძანა, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი დაჩქარებული წესით გაგრძელდება. Open Net-საც ჩვენ უახლოეს პერიოდში, როგორც კი ამის ობიექტური შესაძლებლობა მოგვეცემა, განვაახლებთ,”-განაცხადა ნათია თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა