„საქსტატის“ მონაცემებით, მარტში წლიური ინფლაციის დონემ 6.1 პროცენტი შეადგინა

„საქსტატის“ მონაცემებით, მარტში წლიური ინფლაციის დონემ 6.1 პროცენტი შეადგინა.

„2020 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.1 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის მარტში გასული წლის მარტთან შედარებით 2.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.3 პროცენტით განისაზღვრა“ ,- აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

ამასთან, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2 პროცენტიანი მატება. კერძოდ, ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (9.6 პროცენტი), ხილი და ყურძენი (8.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (2.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.7 პროცენტი).

ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის (-1.3 პროცენტი) და თევზეულის (-1.2 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.8 პროცენტიანი კლება. ფასები შემცირდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (-2 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-1.4 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (8.6 პროცენტი)

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო