დავით ზალკალიანი - საქართველო და აშშ ძლიერი პარტნიორები არიან, რაც კიდევ უფრო გაძლიერდება ერთად დგომის შესაძლებლობით ამ რთულ პერიოდში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატები ძლიერი პარტნიორები არიან და პარტნიორობა კიდევ გაძლიერდება ამ რთულ დროში ერთად დგომით.

დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" თბილისის ანძის აშშ-ის დროშის ფერებში განათებას ეხმაურება, ანძის ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ აღნიშნულით საქართველომ სოლიდარობა გამოხატა.

"დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში აინთო, რომ გამოეხატა სოლიდარობა ამ ქვეყნის მიმართ, როცა ის COVID19-თან ბრძოლას განაგრძობს. საქართველო და აშშ ძლიერი პარტნიორები არიან და ეს პარტნიორობა ახლა კიდევ უფრო გაძლიერდება ერთად დგომის შესაძლებლობით ამ რთულ პერიოდში",- წერს ზალკალიანი "ტვიტერზე".

დღეს კორონავირუსთან ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდასაჭერად, თბილისის ანძა ამერიკის დროშის ფერებში განათდა.

საქართველო მუდამ იყო და არის ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით! ჩვენ გვჯერა ამერიკის გამარჯვების! - ამ მესიჯს საქართველო თავის სტრატეგიულ პარტნიორს უგზავნის“ , - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, საქართველომ მსგავსი სოლიდარობა იტალიელ და ესპანელ ხალხსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა ესპანეთისა და იტალიის დროშის ფერებში გაანათა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს