07.07.2025 / 08:38
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი რჩება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მის კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება, დანარჩენი 4-ის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ 4 პაციენტთან დაავადების პროგრესირება შეჩერებულია.

„კრიტიკულ პაციენტად ვაფასებთ ერთ პაციენტს. დანარჩენი 4 პაციენტი სტაბილურ მდგომარეობაშია. მათთან დაავადების პროგრესირება შეჩერებულია, აღარ გაგრძელებულა და იმედია, რამდენიმე დღეში ვიტყვი, რომ ისინი ჩვეულებრივ, მძიმე პაციენტები არიან.

ჯერჯერობით რჩებიან ჩვენს კლინიკაში არასრულწლოვნებიც. 2 არასრულწლოვანია და მათი კვლევის შედეგების პერიოდიც დადგა და ალბათ, ისინიც დატოვებენ კლინიკას გამოჯანმრთელებულები“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმააციით, დღეს დილით ინფექციურ საავადმყოფოში ტესტი 15 პაციენტს გაუკეთეს.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს