მეუფე დავითი - გამორიცხულია, რომ მსახურებაზე რაიმე ცუდი მოხდეს

ალავერდელი მიტროპოლიტის, მეუფე დავითის (მახარაძე) მოსაზრებით, ზიარებით ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე არ ადგება და შფოთვის საბაბი არ არსებობს.

მიტროპოლიტმა დავითმა საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას მრევლს მიმართა და აღნიშნა, რომ თუ ვინმე მათ ეუბნებათ, რომ ზიარებით საფრთხეს ქმნის, არ უნდა დაუჯერონ.

"ვიღაცა ამბობს ეზიარებით და ამით საფრთხეს ქმნით - არ დაიჯეროთ! ერთად დგახართ გვერდიგვერდ და ეს შეიძლება გადამდები იყოს სხვისთვის, ზიანის მომტანი - არ დაიჯეროთ. გამორიცხულია, რომ მსახურებაზე რაიმე ცუდი მოხდეს, თუმცაღა არაფრისგან დაცული არ ვართ.

გვეუბნებიან, რომ რაღაცა წესი უნდა დავიცვათ, აკი ვამბობთ, რომ წესის დაცვის მომხრენი ვართ. გვეუბნებიან, რომ თავი უნდა შევიზღუდოთ?- შევიზღუდავთ თავს! გვეუბნებიან, რომ ტაძარში არ უნდა მიხვიდეთ და ტაძრის გარეთ დავდგეთ? - აბა, ერთი წამით წარმოიდგინეთ ახლა ჩვენ წირვა გარეთ რომ ჩაგვეტარებინა და ტაძარი დახურული, ცარიელი ყოფილიყო. ასეთი შემთხვევა მხოლოდ ერთხელ არის, ლიტანიობისას როცა ტაძარი ცარიელია.

არც შფოთვის საბაბი გვაქვს და არც ჩხუბის მოსურნენი ვართ. სათაკილო არ არის სახლში ყოფნა. მოვალთ და ვეზიარებით? - ოღონდ სხვა ყველაფერ წესს დავიცავთ ისე, რომ სხვა არ შეწუხდეს“, - განაცხადა მეუფე დავითმა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

მეუფე დავითი - გამორიცხულია, რომ მსახურებაზე რაიმე ცუდი მოხდეს

ალავერდელი მიტროპოლიტის, მეუფე დავითის (მახარაძე) მოსაზრებით, ზიარებით ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე არ ადგება და შფოთვის საბაბი არ არსებობს.

მიტროპოლიტმა დავითმა საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას მრევლს მიმართა და აღნიშნა, რომ თუ ვინმე მათ ეუბნებათ, რომ ზიარებით საფრთხეს ქმნის, არ უნდა დაუჯერონ.

"ვიღაცა ამბობს ეზიარებით და ამით საფრთხეს ქმნით - არ დაიჯეროთ! ერთად დგახართ გვერდიგვერდ და ეს შეიძლება გადამდები იყოს სხვისთვის, ზიანის მომტანი - არ დაიჯეროთ. გამორიცხულია, რომ მსახურებაზე რაიმე ცუდი მოხდეს, თუმცაღა არაფრისგან დაცული არ ვართ.

გვეუბნებიან, რომ რაღაცა წესი უნდა დავიცვათ, აკი ვამბობთ, რომ წესის დაცვის მომხრენი ვართ. გვეუბნებიან, რომ თავი უნდა შევიზღუდოთ?- შევიზღუდავთ თავს! გვეუბნებიან, რომ ტაძარში არ უნდა მიხვიდეთ და ტაძრის გარეთ დავდგეთ? - აბა, ერთი წამით წარმოიდგინეთ ახლა ჩვენ წირვა გარეთ რომ ჩაგვეტარებინა და ტაძარი დახურული, ცარიელი ყოფილიყო. ასეთი შემთხვევა მხოლოდ ერთხელ არის, ლიტანიობისას როცა ტაძარი ცარიელია.

არც შფოთვის საბაბი გვაქვს და არც ჩხუბის მოსურნენი ვართ. სათაკილო არ არის სახლში ყოფნა. მოვალთ და ვეზიარებით? - ოღონდ სხვა ყველაფერ წესს დავიცავთ ისე, რომ სხვა არ შეწუხდეს“, - განაცხადა მეუფე დავითმა.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო