გია ვოლსკი - დარწმუნებული ვარ, სოლიდარობის აქციას კიდევ შეუერთდებიან ცალკეული პირები და ორგანიზაციები

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ COVID19-თან გამკლავებისთვის შექმნილ სოლიდარობის ფონდში მნიშვნელობა არ აქვს ვინ, რა რესურსით ჩაერთვება, მთავარი სოლიდარობაა.

„კარგია, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივაა, მე პირადად ძალიან მოხარული ვარ ამ ინიციატივით, მაგრამ ერთიც უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელობა არ აქვს „ქართული ოცნების“ წევრი ხარ, თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს, რა თანხა შეგაქვს სოლიდარობის ფონდში და რა რესურსით უერთდები საერთო აქციას. უამრავი ახალგაზრდა არის ჩართული უნივერსიტეტებიდან, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, სამედიცინო ინსტიტუტი, თუ როგორ მუშაობენ ისინი ექიმების გვერდით. ბევრი ხალხია ჩართული, თანხითაც ბევრი შემოვიდა. ზოგს ბევრი, ზოგს ნაკლები შესაძლებლობები აქვს, მაგრამ სოლიდარობის აქტი სწორედ იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ყველას იმ რაოდენობის რესურსი შეაქვს საერთო პრობლემებიდან გამოსვლისთვის, რამდენიც მას ხელეწიფება. დარწმუნებული ვარ, ამ აქციას კიდევ შეუერთდებიან ცალკეული პირები, ორგანიზაციები, დაწესებულებები და ა.შ.“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს