დიმიტრი ხუნდაძე - პრეკრიზისულ ფაზაში ვართ, ვირუსით დაინფიცირების ყოველდღიური მატებები ფიქსირდება და უკვე ვემზადებით კრიზისული ფაზისთვის

კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ პანდემიის რეჟიმში, ანუ ინფექციის გავრცელების საკმაოდ მასშტაბური არეალები შეიძლება ვიხილოთ, ამიტომ ჩვენ ყველა სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად ,- ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, პირდაპირ ეთერში, დიმიტრი ხუნდაძემ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით, პირველადი ჯანდაცვის რგოლის მნიშვნელობასა და ბინაზე მკურნალობის პრაქტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბინაზე მკურნალობა პანდემიების დროს მიღებული პრაქტიკაა.

„არსებობს ჰოსპიტალური სექტორი პაციენტთა მომსახურებისთვის და არსებობს პირველადი ჯანდაცვის რგოლი, სადაც პაციენტები ბინაზე მიიღებენ კონსულტაციებს; ამას აქვს ორი ძირითადი მიზანი: ერთი, რომ პაციენტებმა, რომლებიც არ საჭიროებენ კლინიკაში მისვლას, სატელეფონო კონსულტაცია მიიღონ ოჯახის ან სოფლის ექიმისგან; რომ იყოს დისტანცირებაც, ანუ არ იყოს უშუალო კონტაქტი, რათა არ მოხდეს ჯერ ექიმის ან ექიმის მიერ ოჯახიდან ოჯახში გადასვლის გამო ინფექციის გადატანა. ამიტომ, იმ ეტაპზე, სადაც კლინიკური გამოვლინებები არ არის ისეთი, რომ პაციენტს შესაძლოა, დასჭირდეს სტაციონარული მომსახურეობა, ეს უნდა მოხდეს ბინაზე, რათა ყველამ, ვისაც ჭირდება და არ ჭირდება-არ მიმართოს სტაციონარს და სტაციონარული მომსახურებისთვის საჭირო საწოლები არ იქნას დაკავებული ისეთ შემთხვევაში, რომელსაც არ სჭირდება კლინიკაში მომსახურება. ანუ, ეს მიღებული პრაქტიკაა სწორედ პანდემიების შემთხვევაში, როცა გავრცელების მაღალი ხარისხია. ჩვენ პრეკრიზისულ ფაზაში ვართ, ხედავთ, რომ ყოველდღიური მატებები ფიქსირდება და უკვე ვემზადებით კრიზისული ფაზისთვის. ეს მასშტაბი თანდათან გაიზრდება და თუ არ გავაკეთეთ დიფერენცირება, მაშინ შესაძლოა პროცესები არასწორად იმართოს“,- განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს