მარინა ენდელაძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პირების  2/3-ს პნევმონია აქვს, 6 მძიმე პაციენტია, ხოლო ერთის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, მათ კლინიკაში ამჟამად 6 მძიმე პაციენტია, ხოლო ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

მისი თქმით, 38 პაციენტიდან 2/3-ს პნევმონია აქვს. მისივე შეფასებით, მძიმე მდგომარეობა ძირითადად ასაკოვან პაციენტებს აქვთ.

„ამჟამად ჩვენთან დადასტურებული გახლავთ 38 შემთხვევა, 29 გაწერილი გვყავს ისინი გამოჯანმრთელებულები არიან. ამ 38 -დან 2/3 მაინც არის ფილტვების ანთებით პნევმონიით, 6 მძიმეა ძალიან, 1 კრიტიკული ანუ საყურადღებო პაციენტები გვყავს, თანდათან უფრო დაიძაბა მუშაობა, სიმძიმემ ცოტა მოიმატა. უფრო მეტი პნევმონიები გამოჩნდა, დინამიკაში ასე ხდება ხოლმე თანდათანობით იმიტომ, რომ ახლა ასაკობრივი ზღვარიც შეიცვალა, პნევმონიები უფრო მეტია. თავიდანაც იყო პნევმონიები საშუალო სიმძიმის. ზოგადად ბევრი არის უკვე, მომატებაა, დღევანდელ მატებას ვერ გეტყვით აღებულია ანალიზები ბევრი ჩვენთან, ბევრი დაავადებათა კონტროლის ცენტრში, პასუხები დღის ბოლოს იქნება“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ