მეუფე ნიკოლოზი - ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ჩვენი მრევლი ყოფილიყო განათლებული, აღზრდილი და მორწმუნე, ერთი სიტყვით თავისუფალი, თავისუფალ ადამიანს ვერაფრისკენ ვერ მოუწოდებ

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით ყოველთვის, ჩვენი მრევლი ყოლფილიყო განთლებული, აღზრდილი და მორწმუნე, ერთი სიტყვით თავისუფალი, თავისუფალ ადამიანს ვერაფრისკენ ვერ მოუწოდებ, -ასე უპასუხა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ჟურნალისტების კითხვას, მოუწოდებენ თუ არა ისინი მრევლს სახლში დარჩენისკენ.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, თავისუფალ ადამიანს ვერანაირ ვალდებულებას ვერ დააკისრებ, მას მხოლოდ შეიძლება აუხსნა.

„ძალიან კარგად გვიხსნიან ჩვენ ჯანდაცვის წარმომადგენლები, ეს იქნება პაატა იმნაძე თუ სხვები, როლმლებიც ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებენ. ეს ღვთის მადლია და ღვთის სასწაული, თუ ჯანდაცვის მუშაკებისა და ხელისუფლების შეთანხმებული მოქმედებით საქართველო ჯერჯერობით დაცულია პანდემიისგან“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მან სააღდგომო მსახურებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები დიდი ხუთშაბათის შემდეგ იქნება ცნობილი, მანამდე კი ის იმედს იტოვებს, რომ ეპიდემიის შეკავება მოხდება.

„განხილვას არ სჭირდება დიდი დრო. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იქნას მიღებული და ეს გადაწყვეტილებები, სავარაუდოდ, იქნება დიდი ხუთშაბათის შემდეგ მიღებული, უკვე როდესაც პირისპირ დავდგებით აღდგომის დღესასწაულთან“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მეუფე ნიკოლოზმა ასევე აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, სინოდი ჯერ არ შეიკრიბება. მისი თქმით, მღვდელმთავრებს ინტენსიური კომუნიკაცია აქვთ და აქედან გამომდინარე სააღდგომო მსახურებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სინოდის შეკრება არ სჭირდება.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა