მეუფე შიო - გავიხსენოთ ჩვენი განსაცდელები, თუ რაოდენ მსუბუქია ის, ვიდრე ღვთისმშობელს ჰქონდა და ვეცადოთ, შევუდგეთ ღვთისმშობელს და მის ღვთაებრივ ძეს

დავფიქრდეთ, გავიაზროთ, გავიხსენოთ ჩვენი განსაცდელები, თუ რაოდენ მსუბუქია ის, ვიდრე ღვთისმშობელს ჰქონდა და ვეცადოთ რომ შევუდგეთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს და მის ღვთაებრივ ძეს, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ბრძანა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, განსაცდელები ჩვენს ცხოვრებაში ხდება იმიტომ, რომ უფალი იშვას ჩვენს გულში, სულში, რაც დიდი სულიერი ბრძოლის და განსაცდელების შედეგად ხდება.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ხარება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. ყველა დღესასწაულს აქვს განუმეორებელი და საოცარი შინაარსი დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დიდ სასწაულს, რომ სულიწმიდა ჩაისახა ყოვლადწმიდა ქალწულში, რომ მან შვას ძე ღვთისა მეორე ჰიპოსტასი ყოვლადწმიდისა სამებისა. ერთ-ერთი დიდი მამა ჩვენი ეკლესიისა, გრიგოლ პალამა ამბობდა, რომ როგორც ღვთის ნების გარეშე შეუძლებელი იყო ასეთი დიდი სასწაულის აღსრულება, ასევე შეუძლებელი იყო ადამიანის ნების გარეშეც. რომ არ ყოფილიყო ასეთი ადამიანი, როგორიც იყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. ათასობით წელი დასჭირდა კაცობრიობას იმისთვის, რომ შობილიყო ასეთი ადამიანი. ყველა ადამიანზე აღმატებული, თვით ქერუბიმებზე და სერაფიმებზეც აღმატებული ყოვლადწმიდა ქალწული, ღვთისმშობელი. ადამიანი, რომელიც შეძლებდა ეთქვა ის სიტყვები, რომელიც წარმოსთქვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა: „აჰა, უფალო მეყავნ მე სიტყვისამებრ შენისა“. ასეთი მორჩილება და სიმდაბლე გამოავლინა მან. დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამ საოცარ მოვლენაზე. შეიძლება ვთქვათ დღეს, რომ რაც მოხდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ცხოვრებაში, ყოველი ჩვენაგანის ცხოვრებაშიც ეს წამი თუ წუთი, ჟამი დგება, როდესაც ჩვენ ჩვენს გულს, გონებას ეხება უფლის მადლი. როდესაც ჩვენ განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა, ყველა ადამიანს სმენია ეს ტკბილი სახელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ადამიანზე არის დამოკიდებული ის მიიღებს თუ არა იესო ქრისტეს თავის გულში. ამაზეა დამოკიდებული მისი სულიერი და მარადიული ცხოვრება. ამაზე გვაფიქრებს დღევანდელი დღე, უნდა ჩაისახოს ჩვენს გულში უფალი იესო ქრისტე, უნდა ჩაისახოს ჩვენს გულში, სულში. უფალი უნდა აღორძინდეს და გაძლიერდეს, უნდა შევიმოსოთ ღვთის მადლი“, - აღნიშნა მეუფე შომ.

მისივე თქმით, მართლმადიდებელი ელესია დღეს ასევე იოაკიმ და ანას ხსენების დღეს აღნიშნავს.

„ასევე დღეს ვიხსენებთ ჩვენ წმინდა იოაკიმ და ანას, ასევე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, როგორ მოამზადა ისინი უფალმა, რამდენი განსაცდელი გამოიარეს მათ, იოაკიმ და ანამ, რამდენი დამცირება და დამდაბლება ათწლეულების განმავლობაში დაითმინეს მათ. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ცხოვრებაც სავსე იყო განსცდელებით. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი განსაცდელები არაფერია მის განსაცდელების და მწუხარებათა გარეშე. რატომ ხდება ეს? - იმისთვის, რომ უფალი იშვას ჩვენს გულში, სულში, დაიმკვიდროს ეს ხდება დიდი სულიერი ბრძოლის და განსაცდელების შედეგად. ასეა ეს ცხოვრება მოწყობილი. დავფიქრდეთ ამაზე, გავიაზროთ, გავიხსენოთ ჩვენი განსაცდელები, თუ რაოდენ მსუბუქია ის, ვიდრე ღვთისმშობელს ჰქონდა და ვეცადოთ, რომ შევუდგეთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს და მის ღვთაებრივ ძეს“, - განაცხადა მეუფე შიომ.

მან მრევლს კათოლიკოს პატრიარქის მილოცვა გადასცა და აღნიშნა, რომ ილია მეორემ მთელი ცხოვრება შესწირა იმას, რომ მრევლის გულებში უფალი იშვას.

„გილოცავთ კიდევ ერთხელ. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევას, მოლოცვას და ჩვენც ჩვენი მხრიდან ერთად ყველამ მივულოცოთ მას ხარების დღესასწაული, ვუსურვოთ დღეგრძელობა, ვინაიდან მისმა უწმინდესობამ მთელი ცხოვრება შესწრა, დაუთმო და დღესაც აგრძელებს სწორედ იმას, რომ საქართველოს მრევლის, ჩვენს გულებში იშვას ღმერთი, რომ ჩვენ ყველანი შევუდგეთ სულის გადარჩენის და იესო ქრისტეს გზას“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა