ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი - სააღდგომო მსახურება ჩატარდება ღია ცის ქვეშ - სივრცე საკმაოდაა, სადაც ხალხი შეძლებს დასწრებას, რა თქმა უნდა, თუ საგანგებო რეჟიმი მათ მისცემს ამის საშუალებას

სააღდგომო მსახურება ჩატარდება ღია ცის ქვეშ, სადაც ემბაზი, წყალკურთხევის შენობაა, ან ტაძრის შესასვლელთან. ნებისმიერ შემთხვევაში აქ სივრცე საკმაოდ არის, სადაც ხალხი შეძლებს დასწრებას, რა თქმა უნდა, თუ საგანგებო რეჟიმი მათ მისცემს ამის საშუალებას, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებს ფოთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაული ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ განუცხადა.

ამასთან, მეუფე გრიგოლის თქმით, სპეციალისტების რჩევები მოქალაქეებმა და ეკლესიამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს.

„დამიჯერეთ, დამერწმუნეთ, ყველაფერი კარგად იქნება. მე რაც შემიძლია გითხრათ, სპეციალისტები რასაც ურჩევენ მოქალაქეებს, ეკლესიას, მგონია, რომ ყველაფერი მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. რომ გითხრათ, შემოთავაზებული ნორმები ეს არის აბსოლუტური საშუალება ვირუსისგან დაცვისა, რა თქმა უნდა, ეს მთლად ასე არ არის მაგრამ, ალბათ მინიმუმამდე დაყავს დაინფიცირების რისკი. აბსოლუტური დაცული ამ ქვეყანაში არავინ არ არის. ამრიგად, ვეცადოთ შევასრულოთ ყველა ის წესი და რიგი მაქსიმალურად, თორემ მხოლოდ რაღაც ერთ ეპიზოდზე ღვთის მსახურებისა გამოკიდება, მაშინ როცა მანამდე მისვლამდეც არის საფრთხე დაინფიცირების, არ არის საჭირო. სააღდგომო მსახურება ჩატარდება ღია ცის ქვეშ, სადაც ემბაზი, წყალკურთხევის შენობაა, ან ტაძრის შესასვლელთან. ნებისმიერ შემთხვევაში აქ სივრცე საკმაოდ არის, სადაც ხალხი შეძლებს დასწრებას, რა თქმა უნდა, თუ საგანგებო რეჟიმი მათ მისცემს ამის საშუალებას,“- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

ამასთან, მეუფემ ჟურნალისტებსაც მიმართა.

„თუ დამიჯერებთ და ყურადღებით, მორჩილებით იქნებით, მე მგონი, რომ გაივლის ეს დღეები, თქვენ ყველაზე მეტად ეკლესიურები გახდებით, ამის დიდი შანსი გაქვთ, სხვა დროს კაცი ვერ მოგიყვანთ ტაძარში. ოღონდ ისე კია, ვირუსივით რომ ჩუმად შემოხვალთ, არამედ რწმენით, სიყვარულით და რა თქმა უნდა, თქვენი მაღალი პროფესიონალიზმით, ეს იქნება ყველაზე კარგი“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა