„პსპ დაზღვევის" დირექტორის განცხადებით, რა ტიპის ჩართულობა სურს სახელმწიფოს კორონავირუსთან დაკავშირებით ფინანსური მხარდაჭერის საკითხში სადაზღევო კომპანიისგან, ჯერჯერობთ უცნობია

„პსპ დაზღვევის" დირექტორის სოფია ლებანიძის განცხადებით, რა ტიპის ჩართულობა სურს სახელწიფოს კორონავირუსთან დაკავშირებით დაფინანსების საკითხში სადაზღევო კომპანიისგან, ჯერჯერობით უცნობია, რადგან კორონავირუსის მკურნალობაზე ფინანსური მხარდაჭერისთვის სადაზღვევო კომპანიას მთავრობის მხრიდან არავინ დაკავშირებია.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სადაზღვევო კომპანიას ბევრი შესაძლებლობა გააჩნია, მაგრამ ეს უნდა იყოს სინქრონიზებული რესურსებთან, სამინისტროს მოთხოვნებთან და რაც ყველაზე მთავარია, ქვეყნის მოთხოვნებთან.

„რესურსის თქმა არა მხოლოდ მე, სავარაუდოდ, არცერთ სადაზღვევო კომპანიას არ შეეძლება, იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით ჯერჯერობით სამინისტროს პოზიცია, ვიცით მხოლოდ ის, რომ სამინისტრო აპირებს კერძო სადაზღვევო ინდუსტრიასთან კონსულტაციებს და ამ კონსულტაციებში რა იქნება, ოჯახის ექიმების ჩართულობა იქნება, ტესტირება იქნება, სტაციონალური სერვისების ანაზღაურება იქნება თუ კიდევ რა, ამის გარკვევის შემდეგ შეგვიძლია დავზუსტდეთ საორიენტაციო ფინანსური რესურსების მობილიზებაზე. სანამ ეს მოცემულობა არ გვაქვს, ვერანაირი პასუხს ვერ გაგცემთ რა რესურსებთან გვაქვს საქმე,"- განაცხადა სოფია ლებანიძემ.

მისივე თქმით, სადაზღვევო კომპანიას სხვადასხვა სერვისი აქვს, მათ შორის: საოჯახო მედიცინის მიწოდება, სერვისების ორგანიზება, ამბულატორიული სერვისების მიწოდება, ოჯახის ექიმი.

„ჩვენ გავეცანით გუშინდელ განცხადებას რაც მინისტრმა ბრძანა. რეალურად ჩვენთან კავშირი ამ საკითხზე არ ყოფილა. გარკვეულწილად ველოდებით ჯანდაცვის სამინისტროდან შეხმიანებას. აბსოლუტურად ღია ვართ ნებისმიერ დისკუსიაში მონაწილეობისთვის. რა მოდელი წავა, როგორი მექანიზმით უნდა მოხდეს ანაზღაურება და ა.შ. ამ მოსაზრებას ვერ გაგიზიარებთ, რადგან ჯერ არ ვიცით ამ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროს პოზიცია. ჯერჯერობით მხოლოდ მინისტრის განცხადების დონეზე გვაქვს ინფორმაცია. რაც შეეხება ვარიანტებს, სხვადასხვა ვარიანტი და შესაძლებლობა შეიძლება არსებობდეს. რეალურად აქ საუბარი არის სამ კომპონენტზე და რეალურად არ ვიცით სამინისტროს პოზიცია რა იქნება.

1. ტესტირების საკითხი.

2. ამბულატორიული მომსახურების ანაზღაურება

3. სტაციონალური სერვისების ანაზღაურება. განვმეორდები, რადგან არ ვიცით სამინისტროს და მინისტრის პოზიცია, არ გვაქვს კონკრეტული მოთხოვნა და მოსაზრებები, რა ნაწილში ფიქრობენ ისინი სადაზღვევო კომპანიების ჩართულობასა და მონაწილეობას, კონკრეტულ წინანადებებს ვერ ჩამოვაყალიბებთ," - აღნიშნა სოფია ლებანიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ „პალიტრანიუსის" კითხვის საპასუხოდ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ კოვიდინფექციის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს, თუმცა, კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ფინანსურ მხარდაჭერაზე მოლაპარაკებები გაიმართება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა