StopCoV ფონდში უკვე  24 მლნ 200 ათასი ლარია მობილიზებული

ბოლო მონაცემებით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ #StopCoV ფონდში 24 მილიონ 200 ათასი ლარია მობილიზებული.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბიზნესობუდსმენის აპარატიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, ფონდში შენატანები განახორციელეს როგორც კომპანიებმა, ასევე, ფიზიკურმა პირებმა.

„კომპანია GeoSteel - 150 ათასი ლარი; CAUCASIAN METALS TERMINAL - 100 ათასი ლარი; შპს „ინ-სი“ - 35 ათასი ლარი; ლასარე - 30 ათასი ლარი; მაჰიმ მამედოვი - 25 ათასი ლარი; ბიზნეს ჯგუფი - 25 ათასი ლარი; სადაზღვევო კომპანია „პრაიმი“ - 20 ათასი ლარი; შპს „კახური“ - 20 ათასი ლარი; ფაბრიკა - 20 ათასი ლარი; ჯორჯია თექნოლოჯი პარკი - 20 ათასი ლარი; პოლიმერი -20 ათასი ლარი; ელემენტ კონსთრაქშენი - 20 ათასი ლარი; ზაზა ჭანტურაია -18 ათასი ლარი; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი - 10 ათასი ლარი; კომპანია NEW POWER - 10 ათასი ლარი; ვაჟა გაფრინდაშვილი - 5 ათასი ლარი; იუნითი გრუპი - 5 ათასი ლარი; ახალციხის შპალ-საჟღენთი ქარხანა - 5 ათასი ლარი; შპს „კაია“ - 5 ათასი ლარი; შპს „პრემიუმეპ“ - 5 ათასი ლარი; პოლიედრო - 5 ათასი ლარი; ა(ა)იპ ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო - 5 ათასი ლარი; შპს „შალაური 2012“ - 4 ათასი ლარი; დავით ნარმანია - 3 ათასი ლარი; თამარ გვერდწითელი - 3 ათასი ლარი; ჯეო-კარ იმპორტი - ათასი ლარი.

ამასთან, „ქართული ოცნების“ მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის StopCoV ფონდში გადარიცხავენ. სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები. StopCoV ფონდის საშუალებით ყველა მსურველს შეუძლია, კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ჩარიცხვა ყველას შეუძლია: https://stopcov.ge/ka/Fund“, - ნათქვამია ბიზნესომბუდსმენის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა