რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, დღეს 20 პაციენტს აუღებენ ტესტს კორონავირუსზე

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, დევი ტაბიძის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში 50 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც ორი კორონავირუსით ინფიცირებულია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს კიდევ 20 პაციენტს აუღებენ ტესტს კორონავირუსზე.

„დღეისათვის კლინიკაში არის 50 პაციენტი. ვფიქრობთ, რომ დღეს დაახლოებით 20 პაციენტი გაიტესტება. პასუხი გვეცოდინება დღეს, დღის ბოლოს. ახლა კლინიკაში იმყოფება ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელიც გადის მკურნალობას“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებულ ორ პაციენტს, რომელთაც კორონავირუსი არ აქვთ, თუმცა დაუდგინდათ მძიმე პნევმონია, ტაბიძის განცხადებით, აღნიშნული პაციენტები მართვითი სუნთქვაზე აღარ იმყოფებიან.

„2 არის კრიტიკული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და ეს პაციენტები გრძნობენ თავს კარგად. ეს ორი პაციენტი აღარ არის მართვით სუნთქვაზე და იმყოფება მხოლოდ ვენტილაციაზე. მათგან არც ერთს არ აქვს კოვიდი.

ასევე მინდა ვთქვა, რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი და კრიტიკული მედიცინის ცენტრი არისა ქართული ჯანდაცვის ალმა მატერი. აქედან ისწავლა ყველამ ყველაფრის გაკეთება, ჩვენ პაციენტს არსად არ ვაგზავნით, არსად არ გადაგვყავს და ყველანაირი რესურსი გაგვაჩნია, რომ ჩვენს პაციენტებს მივხედოთ ათიანზე“, - განაცხადა ტაბიძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს