მიმდინარე წელს ილიაუნისა და ბაზისბანკის STEM-სასტიპენდიო ფონდი გაიზარდა და 30 000 ლარს შეადგენს

მიმდინარე წელს ილიაუნისა და ბაზისბანკის STEM-სასტიპენდიო ფონდი გაიზარდა და 30 000 ლარს შეადგენს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ფონდი თხუთმეტ 2000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს გასცემს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებული აბიტურიენტებისთვის, რომლებიც სწავლას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამებზე გააგრძელებენ.

„კერძოდ, 2000-ლარიან STEM-სტიპენდიას მიიღებს აბიტურიენტი, თუ: 2020 წელს ჩააბარებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე, რომლებიც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შემუშავდა საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოთხოვნების მიხედვით:

ინგლისრენოვანი კომპიუტერული ინჟინერია - 0100117

ინგლისურენოვანი სამოქალაქო ინჟინერია - 0100115

ინგლისურენოვანი ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია - 0100118

და ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულებით იქნები აღნიშნულ პროგრამებზე ჩარიცხულ ყველაზე მაღალი ქულების მქონე 15 პირველკურსელს შორის.

STEM-სტიპენდიით სარგებლობის დამატებითი პირობები:

თუ აბიტურიენტი ილიაუნის სასტიპენდიო ვაუჩერის მიღების ერთზე მეტ პირობას (იხ. სასტიპენდიო ვაუჩერის მიღების სხვა პირობების შესახებ ინფორმაცია აქ) დააკმაყოფილებს, დაჯილდოვდება თანხობრივად უკეთესი პირობების მქონე, მაგრამ 1 სასტიპენდიო ვაუჩერით. ასევე, ილიაუნის 2000-ლარიან STEM-სტიპენდიას მიიღებს აბიტურიენტი იმ შემთხვევაშიც, თუ მიიღებს სახელმწიფოსგან 100%-იან დაფინანსებას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბაზისბანკის STEM-სასტიპენდიო ფონდი 2016 წელს შეიქმნა. ფონდის მიზანია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამები ხელმისაწვდომი გახადოს STEM-მიმართულებებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის.

2020 წელს ილიაუნისა და ბაზისბანკის STEM-სასტიპენდიო ფონდის მოცულობა გაიზარდა და 30 000 ლარს შეადგენს. ფონდი თხუთმეტ 2000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს გასცემს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებული აბიტურიენტებისთვის, რომლებიც სწავლას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამებზე გააგრძელებენ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს