ლევან რატიანის განცხადებით, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 55 პაციენტიდან 33-ს მწვავე პნევმონია აღენიშნება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, 55 კოვიდინფიცირებული პაციენტიდან 33-ს მწვავე პნევმონია აღენიშნება.

მისივე თქმით, სტაბილურია 3 მოზარდის და 2 ორსულის მდგომარეობა. ამასთან, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

„გვყავს 3 მოზარდი, მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია, არანაირ სიმპტომურ ჩარევას არ საჭიროებს. ასევე გვყავს 2 ორსული, ერთი არის 24 კვირის და როგორც ნაყოფის, ასევე დედის მდგომარეობა სტაბილურია და შეესაბამება ფიზიოლოგიურ პარამეტრებს. ასევე სტაბილურია 9 კვირის ორსული ქალის მდგომარეობა.

ჯამში გვყავს 55 პაციენტი, აქედან 33 - ფილტვის ხელოვნური ვენტილაციით, მწვავე პნევმონიით და მკურნალობა გრძელდება სახელმწიფო პროტოკოლის და ჩვენი პროტოკოლის მიხედვით.

დღეს უარყოფითი დასკვნა მოვიდა 2 პაციენტზე და ისინი დატოვებენ კლინიკას,“ - აღნიშნა ლევან რატიანმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა