ლევან გოფოძე - ამ ვირუსის მძიმედ მიმდინარეობა განპირობებულია გვიან მიმართვით - ვაფრთხილებთ ყველას, რომ როგორც კი გამოჩნდება სიმპტომები, მიმართონ ექიმს

ამ ვირუსის მძიმედ მიმდინარეობა მნიშვნელოვნადაა განპირობებული გვიან მიმართვით, ამიტომ მუდმივად ვაფრთხილებთ ყველას, რომ როგორც კი გამოჩნდება სიმპტომები, მიმართონ ექიმს, ვიდრე გვაქვს საშუალება, რომ მივიღოთ ყველა პაციენტი,- ამის შესახებ რესუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გოფოძის თქმით, მის კლინიკაში ამ დროისთვის დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა არ არის.

„ჩვენთან დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა არც ერთი არ არის. ფაქტია, რომ საერთოდ ამ ვირუსის მძიმედ მიმდინარეობა მნიშვნელოვნად არის განპირობებული გვიან მიმართვით და არა მარტო ამ ვირუსის. ჩვენ გვყავს რეანიმაციაში პაციენტები მართვით სუნთქვაზე და მძიმე მდგომარებაში, რომელთაც ბაქტერიული პნევმონია აქვთ, მაგრამ არც ერთს კოვიდინფექცია არ აქვთ, თუმცა ბევრად უფრო მძიმეა მათი მდგომარეობა, ვიდრე კოვიდინფიცირებულების. ასე რომ, ყველა შემთხვევაში, როდესაც დაგვიანებით მივმართავთ ექიმს, გართულებების საფრთხე მეტია. ამიტომ მუდმივად ვაფრთხილებთ ყველას, როგორც კი გამოჩნდება სიმპტომები, მაშინვე, ჯერ პირველადი ჯანდაცვის რგოლთან გქონდეთ კომუნიკაცია და შემდეგ უკვე თუ საჭირო გახდება მოხდეს ჰოსპიტალიზაცია, ვიდრე გვაქვს საშუალება იმის, რომ მივიღოთ ყველა პაციენტი, ვისაც აქვს კოვიდინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ყველა უნდა მივიღოთ და მივხედოთ“,- განაცხადა გოფოძემ.

იხილეთ ვიდეო: რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ექიმს პირველივე სიმპტომებისთანავე მიმართონ

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა