“თიბისის” მობაილბანკში პირადი ნომრით თანხის გადარიცხვა უკვე შესაძლებელია

“თიბისის” მობაილბანკში პირადი ნომრით თანხის გადარიცხვა უკვე შესაძლებელია. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “თიბისიდან” აცნობეს.

“მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, “თიბისის” მობაილბანკს კიდევ ერთი ფუნქცია დაემატა. პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში, დღეიდან უკვე შესაძლებელია მობაილბანკიდან თანხის მხოლოდ პირადი ნომრით გადარიცხვა, “თიბისის” ნებისმიერ ანგარიშზე.

ტრანზაქციის შესრულება ძალიან მარტივია. ამისათვის, მომხმარებელმა მობაილბანკის გადარიცხვების მენიუდან სხვასთან თანხის გადარიცხვის ღილაკი უნდა აირჩიოს და შემდეგ ადრესატის პირადი ნომერი დაამატოს. გადარიცხული თანხა მომენტალურად აისახება ანგარიშზე. ახალი ფუნქციონალით სარგებლობა უფასოა”, - აღნიშნავენ „თიბისიში“ .

„მობაილბანკის გუნდი მუდმივად ვცდილობთ მომხმარებელს ისეთი დისტანციური სერვისები და პროდუქტები შევთავაზოთ, რაც მათ ცხოვრებას გაუმარტივებს. იმედი გვაქვს, პირადი ნომრით გადარიცხვის ფუნქციონალი მომხმარებელს უფრო გაუადვილებს ტრანზაქციების შესრულებას და დაზოგავს მათ დროს“, - აცხადებს “თიბისის” მობაილბანკის გუნდის კაპიტანი, თეა კობახიძე.

“თიბისის” მობაილბანკიდან თანხის გადარიცხვა ამ დრომდე საბანკო ანგარიშითა და მობილურის ნომრით იყო შესაძლებელი. ახალი ფუნქციონალი მობაილბანკის შემდეგ მალე უკვე “თიბისის” ინტერნეტბანკშიც იქნება ხელმისაწვდომი.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში