მეუფე იაკობი - მრევლი, რომელიც ტაძარში მოვა, თვითონ აიღებს პასუხისმგებლობას - მე შემიძლია ჩემს თავზე ვიყო პასუხისმგებელი

მრევლი, რომელიც მოვა, თვითონ აიღებს პასუხისმგებლობას. ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს მივა თუ არ მივა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა განუცხადა. მისივე თქმით, ნებისმიერი ქრისტიანი თავად არის საკუთარ თავზე პასუხისმგებელი.

მეუფე იაკობის ინფორმაციით, დღეს ფეხთა ბანვის რიტუალი სამების საკათედრო ტაძარში უბრალოდ არ ჩატარდა.

„მე ვფიქრობ, გუშინ სრულიად გასაგებად ბრძანა სახელმწიფომ, რომ მათ მრევლის გამო დაშვება გააკეთეს. მრევლი, რომელიც მოვა, თვითონ აიღებს პასუხისმგებლობას. ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს მივა თუ არ მივა. აბსოლუტურად თავისი გადასაწყვეტია. როდესმე თქვენ გინახავთ მე მრევლისთვის მეთქვას, აუცილებლად მოდი ეკლესიაში? არჩევანის საშუალება აქვთ ადამიანებს, რობოტები არ არიან. რობოტებად არ უნდა ვაქციოთ ამ კორონავირუსის გამო. თქვენ რომ გიკეთიათ პირბადეები, ხომ უჯერებთ?! ვიღაცა, ალბათ, იმასაც დაიჯერებს, რომ არ მოვიდნენ. ვინც მოვა, მოვა. მე შემიძლია ჩემს თავზე ვიყო პასუხისმგებელი. ასევე, ნებისმიერი ქრისტიანი თავის თავზეა პასუხისმგებელი. ვისაც მისვლა უნდა მივა, ვისაც მისვლა არ უნდა არ მივა,"- განაცხადა მეუფე იაკობმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა