სომხეთში დარჩენილი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დაბრუნებისთვის დახმარებას საქართველოს და შვეიცარიის საელჩოებს სთხოვენ

სომხეთში რუსეთის საელჩოს წინ რუსეთის მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველომ საზღვარი ჩაკეტა ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებენ და პრემიერ მიშუსტინს დახმარებას სთხოვენ.

„აქ დაახლოებით 300 ადამიანი ვართ 78 მანქანით. ფული აღარ გვაქვს, სასტუმროებში ვეღარ ვრჩებით და ღამეს მანქანებში ვათევთ. საქართველოს საზღვრის ჩაკეტვის გამო, მისი ტერიტორიის გავლით ვეღარ ვახერხებთ ქვეყანაში დაბრუნებას. გვინდა ვთხოვოთ საქართველოს და შვეიცარიის საელჩოებს ტრანზიტის საკითხი გადაწყვიტონ“,-აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.

მათივე თქმით, საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა