BBC - მსოფლიო ლიდერების კრიტიკის შემდეგ, ჩინეთის ხელისუფლებამ უხანში დაღუპულთა რაოდენობა თითქმის 50%-ით გაზარდა

ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა შეცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აქამდე ცნობილი იყო უხანის პროვინციაში 2 579 გარდაცვლილის შესახებ. ახალი ინფორმაციით კი, მათ კიდევ 1 290 შემთხვევა დაემატა, რის შედეგადაც პროვინციაში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 3 869-მდე გაიზარდა.

ჩინეთის ხელისუფლების განმარტებით, გარდაცვლილთა რიცხვის ზრდა საავადმყოფოების გარეთ გარდაცვალების შემთხვევებისა და კერძო კლინიკებში დაღუპულთა ინფორმაციის დამატებამ, ასევე ზოგიერთი მონაცემის შეფერხებით მიწოდებამ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ჩინეთის მიერ გავრცელებულ მონაცემებს ეჭვით არაერთი ექსპერტი უყურებდა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთს ინფორმაციის დამავლვაში არაერთხელ დასდო ბრალი. პეკინის მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციაზე საუბრობენ ბრიტანეთის ხელისუფლებში. საკითხს გუშინ ემანუელ მაკრონიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე ბევრი შეკითხვა არსებობს.

იხილეთ ვიდეო: ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ ვუჰანში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა შეცვალა

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა