გერმანიამ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 100 000 ერთეული პირბადე და 2000 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი საჩუქრად გადასცა

გერმანიის მთავრობის ინიციატივით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად 100 000 ერთეული პირბადე და 2000 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი საჩუქრად გადასცა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებიდან (GIZ) აცნობეს.

GIZ-ის პროგრამის მრჩევლის, არჩილ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ასევე განიხილება მუნიციპალიტეტებისა და რეგიონებისთვის დახმარების აღმოჩენის სხვადასხვა გზები როგორც მოცემულ ვითარებაში, ასევე, კრიზისული ფაზის გადავლის შემდეგ.

„იმედი გვაქვს, რომ ეს მცირედი, მაგრამ საჭირო დროს გაწეული დახმარება, საშუალებას მისცემს პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ სამედიცინო პერსონალსა და საჯარო მოხელეებს, უსაფრთხოდ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ პარტნიორებს ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ ვითარებასთან ეფექტურად გამკლავებაში. ჩვენ ასევე ერთობლივად განვიხილავთ მუნიციპალიტეტებისა და რეგიონებისთვის დახმარების აღმოჩენის სხვადასხვა გზებს, როგორც მოცემულ ვითარებაში, ასევე, კრიზისული ფაზის გადავლის შემდეგ“, - განაცხადა GIZ-ის პროგრამის მრჩეველმა არჩილ ჟორჟოლიანმა.

„დღეს, როდესაც საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად რთული გამოწვევის წინაშეა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების დახმარება. ასეთი თანადგომა გვეხმარება, როგორც უშუალოდ ვირუსთან ბრძოლაში, ასევე, უქმნის ჩვენ თანამოქალაქეებს იმის განცდას, რომ ამ საერთო განსაცდელის დროს გვაქვს ჩვენი პარტნიორების დახმარების მყარი გარანტიები. მოწოდებული ინვენტარი გადანაწილდება საქართველოს რეგიონებში და დაეხმარება ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამედიცინო პერსონალს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში. მადლობას ვუხდით გერმანიის მთავრობასა და გერმანელ ხალხს ამ რთულ ვითარებაში დროულად აღმოჩენილი მნიშვნელოვანი დახმარებისთვის“, - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა.

ცნობისთვის, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) 1992 წლიდან ეხმარება საქართველოს კარგი მმართველობის, დემოკრატიის, მდგრადი ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით. 2020 წლის 1 აპრილიდან GIZ-მა დაიწყო ახალი პროგრამის განხორციელება - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროსთან სტრატეგიული თანამშრომლობით, პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების სფეროების რეფორმირების პროცესს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია