„ჯორჯიან მანგანეზმა“ ზესტაფონში კათარზისის ბენეფიციარებს წინასააღდგომოდ ნობათი გადასცა

„ჯორჯიან მანგანეზი“, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია და ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის კათარზისის ზესტაფონის ფილიალის ბენეფიციარებს ესტუმრნენ.

როგორც “ინტერპრესნიუსს” კომპანიიდან აცნობეს, მათ ბენეფიციარებს წინასააღდგომოდ პასკა, კვერცხი და სხვა სახის პროდუქტი გადასცეს, ასევე დღესასწაული მიულოცეს. „ჯორჯიან მანგანეზი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია კათარზისის ბენეფიციარებს აღდგომას ყოველწლიურად ულოცავს. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც წელს დაგვიშვია და სპეციალურად მათთვის განკუთვნილი წინასააღდგომო ნობათის გადასაცემად ვესტუმრეთ. მიგვაჩნია, რომ ყველა ადამიანს უნდა მიეცეს საშუალება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს შესაბამისად მომზადებული შეხვდეს. კომპანია სოციალურად დაუცველ პირებს მუდმივად ეხმარება”, - აღნიშნა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა, ვასილ გველესიანმა.

“ჩვენ „ჯორჯიან მანგანეზთან“ ერთად კათარზისის ბენეფიციარებს სპეციალურად წინასააღდგომოდ განკუთვნილი ნობათი გადავეცით. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია მზად არის კომპანიასთან ერთად სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმროს და მათ პირველადი მოხმარების ნობათი გადასცეს”, - განაცხადა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ.

“სოციალური კამპანიის ფარგლებში, სათნოების სახლის ბენეფიციარებმა სასურსათო ამანათები ჯორჯიან მანგანეზისგან და მუნიციპალიტეტის მერიისგან მიიღეს. რამდენიმე კვირაა, ყოველდღიურად სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს ვეხმარებით და ვცდილობთ ყველა იმ ადამიანთან მივიდეთ, ვისთვისაც ჩვენი მხარდაჭერა უცილებელია. დიდი მადლობა მინდა გადავუხდო "ჯორჯიან მანგანეზს" და მთლიანად ბიზნეს სექტორს, როგორც ზესტაფონში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურობისათვის”, - დასძინა ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გარდა, გუშინ, „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად რეგიონის მცხოვრებ 250 მრავალშვილიან ოჯახს საკვები პროდუქტი გადასცა. კომპანიამ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად სასურსათო ამანათები ერთი კვირის წინ, 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოხუცებისთვისაც დაარიგა. სხვადასხვა სახის პირველადი მოხმარების პროდუქტი 230 ბენეფიციარს გადაეცა.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025
ირაკლი კობახიძე დუშეთის #2 საჯარო სკოლას ეწვია