მეუფე გერასიმე - მინდა მუხლმოდრეკით მადლობა გადავუხადო ქართველ ერს, რომელმაც მაგალითი მისცა მსოფლიოს და აჩვენა, როგორები ვართ ქართველები, როგორ შეგვიძლია ერთად დგომა

მინდა, მუხლმოდრეკით მადლობა გადავუხადო ქართველ ერს, რომელმაც მართლაც მაგალითი მისცა მთელ მსოფლიოს და აჩვენა, როგორები ვართ ქართველები, როგორ შეგვიძლია ერთად დგომა ,- ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ (შარაშენიძე) ქადაგებისას განაცხადა.

„ბოლო კვირას, ვნების შვიდეულში ჩვენ გოლგოთის გზა გავიარეთ, თითოეულმა ჩვენთაგანმა. თქვენთან ერთად ეს ყველაფერი უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით დაგვირგვინდა. მინდა, მუხლმოდრეკით მადლობა გადავუხადო ქართველ ერს, ქართველ ხალხს, რომელმაც მართლაც მაგალითი მისცა მთელს მსოფლიოს და აჩვენა, თუ როგორები ვართ ქართველები, როგორ შეგვიძლია ერთად დგომა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ღმერთმა დალოცოს და გაახაროს სრულიად საქართველო, სრულიად სამყარო, ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც უცხოეთში არიან, ღვთის წყალობით ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა, ნაწილი კი, ისევ უცხოეთში რჩება. ღმერთმა ინებოს, რომ საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება, გაბრწყინება თითოელ ჩვენთაგანს მოსწრებოდეს“, - აღნიშნა მეუფე გერასიმემ (შარაშენიძე).

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!